ირაკლი ღარიბაშვილი „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

251 წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ორბელიანის მოედანზე, „ევროპის დღეების“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

ორბელიანის მოედანი შვედურ დღეს მასპინძლობს.

„ყველას მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში, მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის. მინდა მივესალმო ჩვენს მეგობრებს, ევროკავშირის ელჩს, ბატონ პაველ ჰერჩინსკის, განსაკუთრებით, მინდა მივესალმო შვედეთის ელჩს და ჩვენს მერს, კახა კალაძეს.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს დღეები “ევროპის დღეებს” აღვნიშნავთ. გუშინ ელჩებთან ერთად აღვნიშნეთ ევროპის დღეების ოფიციალურად გახსნა. ასევე, იცით, რომ გუშინ აღვნიშნეთ ესპანური დღე, ვინაიდან, ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისიდან ოფიციალურად გადაიბარებს. მანამდე, როგორც იცით, შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. დღეს უკვე შვედეთის დღე შემოგთავაზეთ. მინდა ყველას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, ჩვენს სტუმრებს ესპანეთიდან, გუშინ ჩამობრძანდნენ, სასიამოვნო საინტერესო საღამო შესთავაზეს ჩვენს მოსახლეობას, მაყურებლებს, ჩვენს ხალხს. დღეს გველის შვედური საღამო, თავისი კულტურული ელემენტებით. კიდევ ერთხელ მადლობა და გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

Next Post

შალვა პაპუაშვილი - მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში

სამ მაი 9 , 2023
251 წაკითხვაროგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მალტა საქართველოს ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერია. „დღეს მალტის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ისევე, როგორც გუშინ მალტის პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე დღეს მალტის პრეზიდენტმა დაგვიდასტურა მალტის უპირობო მხარდაჭერა […]

შესაძლოა მოგეწონოთ