ირაკლი ზარქუა – პრეზიდენტი აცდენილია რეალობას – შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას: „თქვენ მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი“

290 წაკითხვა

პრეზიდენტს უნდა საქართველოს თავი დაამახსოვროს, როგორც ევროინტეგრაციისთვის მებრძოლმა, მაგის შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას: “თქვენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა სამართლიანად ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი”, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ რუსეთის მხრიდან შეზღუდვის გაუქმების თაობაზე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

ზარქუა ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილისგან ვერ შედგა ვერც მთავარსარდალი, ვერც ლიდერი და ვერც პოლიტიკური ფიგურა.

“რაც შეეხება პრეზიდენტს, ბოლო პერიოდში აცდენილია რეალობას, ვერ საზღვრავს საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში რა არის და რა – არა. ახლა მივიდეს და უთხრას მილიონამდე ეთნიკურ ქართველს, რომ ეს არ არის სწორი, რომ ისევ უნდა იწვალონ, გადმოფრინდნენ ერევნით, აზერბაიჯანით, მეტი დახარჯონ, აღარაფერს ვამბობ ტურისტულ სარგებელზე. დაელაპარაკოს იმ მოქალაქეებს ქალბატონი სალომე, მივიდეს და უთხრას: “იცით რა, თქვენ არ გეკუთვნით, მიუხედავად იმისა, რომ გაგიმარტივდათ საქართველოში ჩამოსვლა, ჩვენ მაინც უნდა გაგირთულოთ”. აცდენილია, ვერ შედგა მისგან ვერც მთავარსარდალი, ვერც საქართველოს ლიდერი და ვერც პოლიტიკური ფიგურა, ამიტომ მიწურვის ჟამი უდგება პრეზიდენტობის ვადის და უნდა დაამახსოვროს საქართველოს თავი როგორც მებრძოლმა ევროინტეგრაციისთვის. მაგის შნო და ერთი ადგილი თუ აქვს, აბრძანდეს, ჩავიდეს ევროპაში და უთხრას თქვენ საქართველოს მოქალაქეები და საქართველო დასაჯეთ, როცა სამართლიანად ეკუთვნოდა და არ მიანიჭეთ სტატუსი. ჩავიდეს და ელაპარაკოს, ხომ აქვს კავშირები, ხომ ამბობს, ჩვენ იმიტომ ავირჩიეთ, რომ ევროპასთან მეტად დააგვაახლოებდა. რა გააკეთა ქალბატონმა სალომემ გარდა იმისა, რომ მავნებლობს?! “, – განაცხადა ზარქუამ.

Next Post

გიორგი ვაშაძე - კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს სუს-ის აგენტურით არ გაებერა კომისია და ცესკო-ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი წარმოედგინა - ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული

ოთხ მაი 10 , 2023
290 წაკითხვაკარგი იქნებოდა, პრეზიდენტს სუს- ის აგენტურით არ გაებერა კომისია და ცესკო-ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი წარმოედგინა – ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც ცესკოს წევრობის და თავმჯდომარის კანდიდატურებს არჩევდა, გარკვეული ეჭვები არსებობდა. “კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ამდენი ხნის მანძილზე კარგად გამოეყენებინა საკუთარი უფლებამოსილება, სუს- ის აგენტურით არ გაებერა შესარჩევი […]

შესაძლოა მოგეწონოთ