გიორგი ვაშაძე – კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს სუს-ის აგენტურით არ გაებერა კომისია და ცესკო-ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი წარმოედგინა – ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული

192 წაკითხვა

კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს სუს- ის აგენტურით არ გაებერა კომისია და ცესკო-ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი წარმოედგინა – ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიასთან დაკავშირებით, რომელიც ცესკოს წევრობის და თავმჯდომარის კანდიდატურებს არჩევდა, გარკვეული ეჭვები არსებობდა.

“კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს ამდენი ხნის მანძილზე კარგად გამოეყენებინა საკუთარი უფლებამოსილება, სუს- ის აგენტურით არ გაებერა შესარჩევი კომისია და ერთხელ მაინც წარმოედგინა ცესკო- ს თავმჯდომარედ ღირსეული კანდიდატი, რომელსაც ექნებოდა საზოგადოების ნდობა. სამწუხაროდ, ეს მან არ გააკეთა, ეს ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები, ვფიქრობ, საზოგადოებასაც ყელში აქვს ამოსული. ცესკო- ს თავმჯდომარის და წევრების შერჩევისთვის არსებობს პრეზიდენტთან კომისია, რომელიც პრეზიდენტს წარუდგენს კანდიდატებს. ამ კომისიის წევრებთან დაკავშირებით იყო საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ ხალხს არც ობიექტურობასთან, არც არჩევნებთან არაფერი შეხება არ აქვთ, ვითომდა სამეცნიერო წრეები, მგონი ერთი სამეცნიერო სტატიაც არ აქვს იმ ხალხს გამოქვეყნებული,”- განაცხადა ვაშაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეობის და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

Next Post

ბინები ჭავჭავაძეზე ხელსაყრელი პირობებით

ხუთ მაი 11 , 2023
192 წაკითხვა ბინები ვაკეში: რატომ ვყიდულობთ ახალ საცხოვრებელს? ბინის ყიდვის რამდენიმე მიზეზი არსებობს:   იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები – ვიცხოვროთ უკეთეს ადგილას, უკეთეს გარემოში და ა.შ. იმისთვის, რომ გვქონდეს საკუთარი ბინა და არ ვიცხოვროთ ქირით იმისთვის, რომ გავაკეთოთ ინვესტირება და გავაქირავოთ   მიზეზების სია დაუსრულებელია. თუმცა, რაც არ უნდა იყოს თქვენი გეგმა, ახალი ბინის შეძენა მოსალოცი ამბავია. ამ სტატიაში […]

შესაძლოა მოგეწონოთ