ბინები ჭავჭავაძეზე ხელსაყრელი პირობებით

211 წაკითხვა

ბინები ვაკეში: რატომ ვყიდულობთ ახალ საცხოვრებელს?

ბინის ყიდვის რამდენიმე მიზეზი არსებობს:

 

  • იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები – ვიცხოვროთ უკეთეს ადგილას, უკეთეს გარემოში და ა.შ.
  • იმისთვის, რომ გვქონდეს საკუთარი ბინა და არ ვიცხოვროთ ქირით
  • იმისთვის, რომ გავაკეთოთ ინვესტირება და გავაქირავოთ

 

მიზეზების სია დაუსრულებელია. თუმცა, რაც არ უნდა იყოს თქვენი გეგმა, ახალი ბინის შეძენა მოსალოცი ამბავია. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ბინები ვაკეში, კერძოდ კი – ბინები ჭავჭავაძეზე.

 

საკუთარ ბინაში ცხოვრება თითქმის ყველა ადამიანის სურვილია. მართლაც, ქირა დღეს-დღეობით წამგებიანი ალტერნატივაა, რადგან ფასები ძალიან გაძვირდა. ამასთან, იპოთეკური სესხების პირობებიც სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება, ამიტომ ამ გზას ბევრი ადამიანი მიმართავს. თუმცა, ამ პროცესში ყველაზე მთავარია, რომ ბინა სწორად აარჩიოთ.

ვაკის უბანი დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია თბილისში. ადამიანებს სურთ ქალაქის ცენტრში ცხოვრება. მიზეზი მარტივია: ახლოს არის ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები და სხვა საჯარო დაწესებულებები. გარდა ამისა, ინფრასტრუქტურაც ბევრად უფრო მოწყობილია.

ბინები ჭავჭავაძეზე: რას გვთავაზობს დომუსი?

დომუსი არის სამშენებლო კომპანია, რომელიც  2006 წლის 15 სექტემბერს დაარსდა. მათი მისიაა შექმნან გარემო, სადაც თითოეული ადამიანი თავს ჰარმონიაში იგრძნობს. ბინები ვაკეში სხვადასხვა ლოკაციაზე გვხვდება.
გამორჩეული არქიტექტურული იერსახე და ინტერიერი, ფუნქციონალურობა, უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები მათი სამშენებლო პროექტების და ახლა უკვე დომუსის მობინდრეთა ყოველდღიური ცხოვრების  განუყოფელი ნაწილია.

 დომუსის ბინები ჭავჭავაძეზე გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

 

  • თანამედროვე არქიტექტურა
  • ხელსაყრელი მდებარეობა
  • მაღალი ჭერი და დახურული ვერანდები.
  • დაცული საცხოვრებელი
  • მწვანე გარემო
  • პრემიუმ კლასის ბინები

 

დომუსის ბინები ჭავჭავაძეზე გულგრილს არავის დაგტოვებთ. კომპანია მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ და მხოლოდ 1 საცხოვრებელი კომპლექსით არ შემოიფარგლება. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს https://domusi.com/ka და აარჩიეთ სასურველი აპარტამენტი.

 

 

 

 

 

Next Post

როგორ გადავიხადოთ კომუნალურები (GWP და თელმიკო) ონლაინ?

ხუთ მაი 11 , 2023
211 წაკითხვათუ კორპუსის ბინაში ცხოვრობთ, თქვენთვის ნაცნობი იქნება ყოველთვიურად სადარბაზოში, სპეციალურ ადგილას თავმოყრილი კომუნალურების ქვითრები – GWP, თელმიკო, გაზის გადასახადი და ა.შ. თუმცა, 21-ე საუკუნეში გადასახადი თანხის ნახვა ონლაინაც შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა, რომ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები ინტერნეტ ბანკში და გადაიხადოთ ონლაინ.   გარდა ამისა, არსებობს მესამე გზაც – ეს არის ვებგვერდი https://pay.ge/, რომელიც ლიბერთი ბანკს ეკუთვნის.   როგორ გადავიხადოთ კომუნალურები […]

შესაძლოა მოგეწონოთ