როგორ გადავიხადოთ კომუნალურები (GWP და თელმიკო) ონლაინ?

273 წაკითხვა

თუ კორპუსის ბინაში ცხოვრობთ, თქვენთვის ნაცნობი იქნება ყოველთვიურად სადარბაზოში, სპეციალურ ადგილას თავმოყრილი კომუნალურების ქვითრები – GWP, თელმიკო, გაზის გადასახადი და ა.შ. თუმცა, 21-ე საუკუნეში გადასახადი თანხის ნახვა ონლაინაც შეგიძლიათ. ამისთვის საჭიროა, რომ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები ინტერნეტ ბანკში და გადაიხადოთ ონლაინ.

 

გარდა ამისა, არსებობს მესამე გზაც – ეს არის ვებგვერდი https://pay.ge/, რომელიც ლიბერთი ბანკს ეკუთვნის.

 

როგორ გადავიხადოთ კომუნალურები (GWP, თელმიკო ..) ონლაინ?

  • გადადით ვებგვერდზე pay.ge
  • აირჩიეთ კატეგორია – კომუნალური გადასახადები
  • მოძებნეთ სასურველი კომპანია: GWP, თელმიკო, ეპ ჯორჯია და ა.შ.
  • შეიყვანეთ აბონენტის ნომერი
  • და მიჰყევით ინსტრუქციას ბოლომდე.

თუ ინსტრუქციას დეტალურად გაივლით, სულ რაღაც 2 წუთი დაგჭირდებათ ტრანზაქციის განსახორციელებლად. რატომ უნდა ჩადგეთ ბანკის რიგებში საათობით, როცა ონლაინ ყველაფრის გადახდა შეგიძლიათ? თუმცა, არჩევანი თქვენზეა.

კიდევ რისი გადახდა შეგიძლიათ Pay.ge-ზე?

Pay.ge-ზე შეგიძლიათ გადაიხადოთ შემდეგი სერვისების ღირებულებაც:

 

  • ტელევიზიის გადასახადი
  • ჯარიმები და სახელმწიფო გადასახადები
  • აზარტული თამაშები
  • საფინანსო მომსახურება
  • სხვა

ამას გარდა, Pay.ge-ის პორტალის დამატებითი უპირატესობა ისაა, რომ ნებისმიერს მომხმარებელს, ვისაც Mastercard-ის ბარათი აქვს, შეუძლია გადაიხადოს თანხა საკომისიოს გარეშე.

თუ ხშირად გიწევთ კომუნალურების გადახდა (GWP, თელმიკო) აუცილენბლად ეწვიეთ ვებგვერდს: https://pay.ge/  დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ კითხვები გაგიჩნდათ, დაუკავშირდით ნომერზე: 0 32 2 55 55 00

Next Post

ბუღალტრული მომსახურება აუთსორსზე

ხუთ მაი 11 , 2023
273 წაკითხვანებისმიერი ბიზნესმენის მთავარი სურვილი კომპანიის გაფართოება და ფინანსების სწორი მართვაა. ბუღალტერია არის ის დარგი, რომლის გარეშეც ბიზნესის წარმატება არ არსებობს. ამ სტატიაში განვიხილავთ რატომ უნდა გადააფასონ საჭიროებები ბიზნესმენებმა და აირჩიონ ბუღალტრული მომსახურება აუთსორსზე. ბუღალტერია აუთსორსზე – ვინ არის დარგის ლიდერი საქართველოში?   მცირე და საშუალო ბიზნესი ძირითადად ქირაობს ბუღალტერს ხარჯების დაზოგვის მიზნით და არ აქვთ ინფორმაცია,რომ მათთვის გაცილებით ოპტიმალურია […]