ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა

515 წაკითხვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა.

როგორც მედია წერს, კანონპროექტი ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეწყვეტა და ირანული აქტივების უკრაინიდან გატანის აღკვეთა უნდა მოხდეს.

მედიის ცნობით, უკრაინის პარლამენტს აღნიშნულზე კენჭისყრა ჯერ არ ჩაუნიშნავს.

შეგახსენებთ, დღეს გამთენიისას, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე ირანული წარმოების Shahed-136/131-ის დრონებით იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, რუსმა სამხედროებმა 54 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რაც რეკორდული რაოდენობაა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსებმა შეტევა განახორციელეს ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში, განსაკუთრებით კიევის რეგიონში, არსებულ სამხედრო ობიექტებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. უკრაინულმა ძალებმა 52 Shahed-136/131-ის დრონის ჩამოგდება მოახერხეს.

Next Post

გიორგი ვაშაძე - საბოტაჟს „ქართული ოცნება“ ახდენს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კარი არ დაიხუროს - „ქართული ოცნების“ ამოცანაა, იზოლაციაში მოგვაქციოს, ეს ყველა ევროპელ პარტნიორს მკაფიოდ ესმის

კვი მაი 28 , 2023
515 წაკითხვაპარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსმა (ALDE) საქართველოსთან დაკავშირებით „მწვავე“ რეზოლუცია მიიღო. მისივე თქმით, ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი რეზოლუციით მმართველ პარტიას პირდაპირ მოუწოდებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის საბოტაჟი ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 რეკომენდაციის არშესრულებით შეწყვიტოს. „ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი (ALDE) მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას, ერთადერთი პოლიტიკური ოჯახია, რომელმაც უპირობოდ […]

შესაძლოა მოგეწონოთ