„კასპერსკის ლაბორატორიამ“ განაახლა თავისი ონლაინ- თამაში ტოპ მენეჯერებისთვის კიბერუსაფრთხოების თემებზე

139 წაკითხვა

„კასპერსკის ლაბორატორიამ“ გამოუშვა ინტერაქტიული გუნდური თამაშის Kaspersky Interactive Protection Simulation (KIPS) განახლებული ვერსია ტოპ მენეჯერებისა და ხაზის ხელმძღვანელებისთვის.

ეს არის გუნდური სტრატეგიული თამაში, რომელიც აჩვენებს კიბერუსაფრთხოების გავლენას კომერციული ორგანიზაციის ეფექტურობასა და მოგებაზე. KIPS Business Simulation გეხმარებათ ისწავლოთ როგორ იფიქროთ სტრატეგიულად, განჭვრიტოთ თავდასხმების შედეგები და სათანადო რეაგირება მოხდინოთ შეზღუდული დროისა და ფულის პირობებში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ KIPS-ის განახლებულ ვერსიაში ორგანიზაციებს შეუძლიათ თამაშის პერსონალიზირება მათი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბიბლიოთეკიდან სხვადასხვა ტიპის შეტევების არჩევით. ერთი სცენარი შეიძლება რამდენჯერმე ჩატარდეს მოთამაშეებისთვის მისი აქტუალობისა და ინტერესის დაკარგვის გარეშე, შეტევების რაოდენობისა და ტიპების არჩევის შესაძლებლობის წყალობით. ასევე, თამაში შეიძლება მოერგოს კონკრეტულ ბიზნეს სექტორს. ონლაინ ვერსია საშუალებას გაძლევთ ერთდროულად ითამაშოთ უამრავ ადამიანთან სხვადასხვა ლოკაციიდან ან დაამატოთ დისტანციური გუნდები პირად ღონისძიებაზე, ასევე შექმნათ ცალკეული ხმოვანი ჩეთები გუნდებისთვის. გარდა ამისა, მენეჯერებს შეუძლიათ მიიღონ სტატისტიკა იმის შესახებ, თუ რა არჩევანი გააკეთეს მოთამაშეებმა და როგორ მოიქცნენ ისინი გარკვეულ სიტუაციებში, რათა მოახდინონ შედარება წინა თამაშთან.

თითოეული სცენარი და შეტევა ეფუძნება რეალურ ინციდენტებს და აჩვენებს, თუ რატომ არის კიბერუსაფრთხოება მნიშვნელოვანი ბიზნესის უწყვეტობისა და მომგებიანობისთვის. KIPS აჩვენებს პრობლემებსა და საფრთხეებს, ასევე გავრცელებულ შეცდომებს, რომლებსაც ორგანიზაციები უშვებენ უსაფრთხოების სისტემის შექმნისას. გარდა ამისა, KIPS ხელს უწყობს ურთიერთობის დამყარებას და კოორდინაციის გაუმჯობესებას ბიზნეს ერთეულებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინფორმაციის უსაფრთხოების გუნდებს შორის, რაც ხელს უწყობს კიბერუსაფრთხო გარემოს შექმნას კომპანიაში.

KIPS ტრენინგი ლიცენზირებულია წამყვანი საგანმანათლებლო ორგანიზაციების, მათ შორის SANS ინსტიტუტის მიერ, რომელიც ყველაზე დიდი სასწავლო და მასერტიფიცირებელი ცენტრია კიბერუსაფრთხოების სფეროში. 75-ზე მეტი ქვეყნის კომპანიებმა უკვე გაიარეს იგი.

„ჩვენი გამოკითხვის თანახმად (ჩატარდა 2022 წლის ოქტომბერში. მასში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტი თანამშრომელის მქონე დაწესებულებების 1300-ზე მეტმა აღმასრულებელმა დირექტორმა 25 ქვეყნიდან), ტოპ მენეჯერების ნახევარზე მეტი (62%) აღიარებს, რომ გაუგებრობებმა IT ან ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტთან გამოიწვია მინიმუმ ერთი ინციდენტი მათ ორგანიზაციებში და 67%-მა დაადასტურა, რომ კომუნიკაციის პრობლემები სერიოზულად აჭიანურებდა კიბერუსაფრთხოების პროექტების განხორციელებას. თანამედროვე ტრენინგები შექმნილია დეპარტამენტებს შორის ურთიერთგაგების გასაუმჯობესებლად. ამრიგად, ჩვენი KIPS მარტივად და გასაგებად აწვდის ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიმღებებს, რომ მან დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს კიბერუსაფრთხოების საკითხებს. ტრენინგი ტოპ მენეჯერებს ღრმად ახედებს ინფორმაციული უსაფრთხოების თემაში და აჩვენებს, თუ რამდენად დიდ გავლენას ახდენს ეს ბიზნესის ეფექტიურობაზე“, – აღნიშნავს „კასპერსკის ლაბორატორიის“ უსაფრთხოების სერვისების განვითარების ხელმძღვანელი ალექსეი მალნევი.

Kaspersky Interactive Protection Simulation-ის შესახებ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ აქ: 

Next Post

ლევან ხაბეიშვილი - სააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ უნდა გავიდეს არჩევნებში? - ივანიშვილის დამარცხების გასაღები „ენმ"-ს აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ, მივეხმარებით მის გადამრავლებაში, რომ ხვალ, ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს

კვი ივნ 4 , 2023
139 წაკითხვასააკაშვილის გარეშე „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ უნდა გავიდეს არჩევნებში?! ვისაც ეგეთი წარმოდგენა ჰქონდა პარტიაში, რომ მიშა სადმე არ უნდა იყოს, შესაბამისი ისტერიული შემოტევები აქვს დღეს , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანისუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა. მისივე თქმით, ის, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თავად ექიმები საუბრობენ. „ყველამ კარგად გაიგოს, გარდა იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, სააკაშვილი […]