ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე სულ მცირე 500 უკრაინელი ბავშვი დაიღუპა

144 წაკითხვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან სულ მცირე 500 უკრაინელი ბავშვია დაღუპული.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ”რუსულმა იარაღმა და სიძულვილმა, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებს უკრაინელი ბავშვების სიცოცხლეს”, ასობით ადამიანი იმსხვერპლა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„ბევრ მათგანს შეეძლო გამხდარიყო ცნობილი მეცნიერი, მხატვარი, სპორტის ჩემპიონი და წვლილი შეეტანა უკრაინის ისტორიაში“, – დასძინა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია დაღუპული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ზოგიერთი ტერიტორია რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.

”ჩვენ უნდა გავძლოთ და მოვიგოთ ეს ომი”, – განაცხადა მან და დასძინა: „მთელი უკრაინა, მთელი ჩვენი ხალხი, ყველა ჩვენი შვილი უნდა იყოს თავისუფალი რუსული ტერორისგან”.

Next Post

ოლექსი რეზნიკოვი - ბახმუტს საყრდენად ვიყენებთ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების შესამცირებლად, ჩვენ ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას

კვი ივნ 4 , 2023
144 წაკითხვაუკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ბახმუტის აღების შესახებ რუსეთის განცხადება უარყო. მისი თქმით, უკრაინული მხარე ჯერ კიდევ აკონტროლებს ამ ტერიტორიას. „ჩვენ ბახმუტს საყრდენად ვიყენებთ რუსეთის შეტევითი შესაძლებლობების შესამცირებლად. ჩვენ ჯერ კიდევ ვაკონტროლებთ ამ ტერიტორიას. მაგრამ ბახმუტი აღარ არის ქალაქი. რუსებმა ყველაფერი გაანადგურეს. არც საცხოვრებელი კორპუსები, არც საბავშვო ბაღები, არც საავადმყოფოები. არაფერი. ეს ცარიელი ადგილია“, – განაცხადა რეზნიკოვმა. როგორც უკრაინის […]