დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის მიერ კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების ნებისმიერი მიწოდება დაძაბულობის შემდგომ რაუნდს გამოიწვევს

300 წაკითხვა

კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საფრანგეთისა და გერმანიის მიერ ოფიციალური კიევისთვის შორი მოქმედების რაკეტების ნებისმიერი მიწოდება უკრაინის კონფლიქტში დაძაბულობის შემდგომ რაუნდს გამოიწვევს.

როგორც დასავლური მედია წერს, უკრაინამ გერმანიას Taurus-ის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელსაც 500 კმ-ის მოქმედება აქვს.

ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას რაკეტებს მიაწვდის.

მედიის ცნობით, გასულ თვეში დიდი ბრიტანეთი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უკრაინას შორი მოქმედების ფრთოსანი რაკეტები მიაწოდა.

Next Post

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ს და ჩინეთს შორის ნებისმიერი “სასტიკი კონფრონტაცია” "აუტანელი კატასტროფა” იქნება მსოფლიოსთვის

კვი ივნ 4 , 2023
300 წაკითხვაჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა. სინგაპურში გამართულ უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას, ლი შანფუმ აღნიშნა, რომ აშშ-ს და ჩინეთს შორის ნებისმიერი “სასტიკი კონფრონტაცია” “აუტანელი კატასტროფა” იქნება მსოფლიოსთვის. ამასთან, ჩინეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აშშ-ს სამხედრო ხომალდების ტაივანის სრუტეში ყოფნა მაგალითია იმისა, რომ ვაშინგტონი რეგიონში ქაოსს ქმნის. “ისინი [ამერიკული სამხედრო […]

შესაძლოა მოგეწონოთ