დავით უსუფაშვილი – ახალი პოლიტიკური ცენტრი შესაქმნელია არა პარტიების გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალებით – არჩევნების შემდეგ, პროდასავლურ სახელისუფლებო კოალიციაში „ქართული ოცნების” ადგილს ვერ ვხედავთ

130 წაკითხვა

ახალი პოლიტიკური ცენტრი შესაქმნელია არა პარტიების გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შემომატებით – არჩევნების შემდეგ, მკვეთრად პროდასავლურ სახელისუფლებო კოალიციაში „ქართული ოცნების” ადგილს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერ8ჯერობით კონსულტაციები არავისთან მიმდინარეობს.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ არჩევნების შემდეგ მრავალპარტიული კოალიციის შექმნაა შესაძლებელი, ხოლო არჩევნებამდე მრავალპარტიული ბლოკის შექმნა მოქმედი კონსტიტუციით შეუძლებელია.

„ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, მომავალი არჩევნების შედეგად, საქართველომ მიიღოს მკვეთრად და მკაფიოდ პროდასავლური სახელისუფლებოო კოალიცია, რომელშიც „ქართული ოცნების“ ადგილს ვერ ვხედავთ, ამისთვის საჭიროა სწორი ტაქტიკით გასვლა არჩევნებზე. არასწორი ტაქტიკა იქნებოდა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დავდგეთ სხვა ყველა პოლიტიკური ძალა, წავიდეთ ისევ პოლარიზებულ გარემოში და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ტაქტიკურად სწორი ამოცანაა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს რასაც მიიღებს, პლუსების და მინუსების გათვალისწინებით და ამას არ გადაჰყვეს საქართველოს მომავალი, საქართველოს სჭირდება მრავალპარტიულობა და არა ორი პარტიის მონაცვლეობა და ან ორი ლიდერს შორის დაუსრულებელი ბრძოლა, რომელსაც ეწირება ქვეყნის კეთილდღეობა. რაც შეეხება არჩევნების შედეგების შემდგომ კოალიციის ფორმირებას, ეს შემდეგი საკითხია და ამაზე ვისაუბრებ არჩევნების შემდეგ. რა უნდა საზოგადოების უმეტეს ნაწილს, ნახევარზე მეტს? – იხილოს სიახლე და არა მონაცვლეობა ძველს და ახალ ხელისუფლებას შორის. მოქმედ და ყოფილ სახელისუფლებო გუნდსაც ჰყავს თავის მხარდამჭერები, ჩვენ მათ არაფერს ვერჩით, ვეუბნებით, რომ დაფიქრდით, სწორია თუ არა ეს არჩევანი. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, რომელიც რაოდენობრივად და ყველა თვალსაზრისით, არის მეტი, იმ ხალხს სჭირდება სათანადო შეთავაზება და „ლელო“ მუშაობს ამაზე. ჩვენ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ საერთო საქმეში, უნდა დასრულდეს ეპოქა, როცა ერთ პარტიაზე ან ერთ ადამიანზე იყო დამოკიდებული ყველაფერი. „ლელო“ შეეცდება ძალიან ბევრი რამე იყოს „ლელოზე“ დამოკიდებული და არა ყველაფერი. ჩვენ არ ვემზადებით გავხდეთ მორიგი 70 პროცენტიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მერე ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილი ხაზს უსვამს იმას, კონსტიტუციის თანახმად, მომავალ არჩევნებში ბლოკი აღარ იარსებებს. როგორც ის აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ცენტრი არა პარტიების ერთად დაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შემომატებით უნდა შეიქმნას, რათა გააქტიურდეს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღეს პარტიებით უკმაყოფილოა.

„სადმე ნახეთ, რომ „ლელომ“ თქვა, „არჩევნებზე მე ამ პარტიასთან გავალო?“ მით უმეტეს კონსტიტუციაში წერია, რომ ორპარტიული ბლოკი აღარ იარსებებს მომავალ არჩევნებზე. „ლელო“ ყველა არჩევნებზე მიდიოდა როგორ პარტია. არჩევნების შემდეგ მრავალპარტიული კოალიციაა შესაძლებელი, არჩევნებამდე მრავალპარტიული ბლოკი არის შეუძლებელი. რაც შეეხება პოლიტიკურ ცენტრს, მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის პარტიული ასოციაციის გარეშე. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ქვეყანას გაიყვანს სწორ გზაზე, შესაქმნელია არა დღეს რომ 3-4 პარტია აქ დგანან, მათი ასე ან ისე გადაჯგუფებით, არამედ ახალი ძალების შემომატებით. დღევანდელი პოლიტიკური პარტიების გადანაცვლება -გადმონაცვლება არ არის საკმარისი ამოცანა. გასააქტიურებელია საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც დღევანდელო მდგომარეობით უკმაყოფილოა პარტიული სისტემით და ცხოვრებით და ცენტრის შექმნის ფუნდამენტი უნდა იყოს ეს და არა ის, რომ დღეს რომ ცალ-ცალკე ვართ 2-3 პარტია, მოდი ერთად დავდგეთ და ქვეყანას ეშველება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღებია ისეთი გაერთიანების შექმნა, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება. როგორც ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა, ის არ ეთანხმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მოსაზრებას, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. “ჩვენი ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ეს ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. ისეთი გაერთიანების შექმნაა გასაღები, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“, ასეთი გაერთიანების შექმნაა „ქართული ოცნების“ დამარცხების გასაღები“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

Next Post

რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მოტივი არის ფინანსურ სისტემაზე საბოლოო კონტროლის დამყარება - ხელისუფლებას სურს ეროვნულ ბანკშიც ისეთივე კლანი ჩამოყალიბდეს, როგორიც არის სასამართლო სისტემაში

ოთხ ივნ 7 , 2023
130 წაკითხვასალომე ზურაბიშვილზე თავდასხმის მთავარი მოტივი არის საბოლოო კონტროლის დამყარება საქართველოს ფინანსურ სისტემაზე. სურთ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლანი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საფინანსო სისტემაზე კონტროლის დამყარება არის „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ამოცანა, ამიტომ სურთ, ეროვნულ ბანკში წამყვანი პირები მხოლოდ ყოფილი მინისტრები და მოადგილეები იყვნენ. „გადაწყვიტეს, დაძლიონ […]

შესაძლოა მოგეწონოთ