პაატა მანჯგალაძე – „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრინციპული პოზიციაა, რომ შიდა ოპოზიციურ განხილვებსა და კინკლაობებში მონაწილეობა არ მიიღოს – მაგალითად, თუ „ლელოს“ არ სურს, არავინ აძალებს, რომ ჩვენთან ერთად დადგეს

187 წაკითხვა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, ერთმანეთზე თავდასხმით, „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს.

როგორც მან აღნიშნა, “სტრატეგია აღმაშენებლის” პოზიციაა, შიდა ოპოზიციურ განხილვებში მონაწილეობა არ მიიღოს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრინციპული პოზიციაა, რომ შიდა ოპოზიციურ განხილვებსა და კინკლაობებში მონაწილეობა არ მიიღოს. მაგალითად, თუ „ლელოს“ არ სურს, არავინ აძალებს, რომ ჩვენთან ერთად დადგეს.

ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ოპოზიცია სამ ძირითად საკითხზე უნდა შეთანხმდეს. პირველია ის, რომ ევროპაში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს და მხოლოდ ევროპული არჩევანი არსებობს. მეორე საკითხი არის ის, რომ ევროპაში ინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება „ქართული ოცნებაა“ და მესამე – შიდა ოპოზიციურმა კინკლაობამ იმდენად არ უნდა გაგვიტაცოს, რომ მთავარი პრობლემა, „ქართული ოცნება“ დაგვავიწყდეს. თუ ამ შეთანხმებას მივაღწევთ, საერთო კამპანიას ბევრად უფრო წაადგება, ვიდრე ის, რომ „ქართული ოცნების“ ნარატივებს მივეხმაროთ. ისინი ამბობენ, რომ ოპოზიცია ვერ თანხმდება, ოპოზიციაში დაძაბულობაა. ამით კიდევ უფრო ვაღრმავეთ ნიჰილიზმს მაშინ, როდესაც ხალხის დაკვეთა საქართველოსთვის ერთიანობაა. ის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვესხმით თავს, ეს „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Next Post

ირაკლი კობახიძე თსუ-ში მომხდარზე - მოსული იყო „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც ყოველგვარი ორიენტაცია აქვს არეული - ისინი უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგონები დაქორწინდნენ

შაბ ივნ 10 , 2023
187 წაკითხვა„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. კობახიძის განმარტებით, ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდები, სწორედ ამ ტელეკომპანიასთან არიან აფილირებულები და ამ შემთხვევაში მათი სტუდენტობა არაფერ შუაშია. ამასთან, მისივე თქმით, ამ ახალგაზრდებს ყველანაირი ორიენტაცია არეული აქვთ. „ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ […]