ირაკლი კობახიძე – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს

153 წაკითხვა

საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მესიჯი, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური გერმანიის კანცლერმა დაიბარა და მას წამმზომი ჩაურთო, ოპოზიციის შემუშავებულია და კობახიძის შეფასებით, ეს გამოხატავს ოპოზიციის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ. კობახიძემ ოპოზიციას უცხოური აგენტები უწოდა.

“ეს მესიჯი, რომელიც შეიმუშავა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ტელევიზიებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბარა, მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. ანუ კოლექტიური “ნაცმოძრაობის” დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ. ასე უყურებს საკუთარ ქვეყანას, რომ შენი პრემიერ-მინისტრი შეიძლება გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბაროს და მერე წამმზომი ჩაურთოს და ა.შ. ეს არის უბრალოდ საკუთარი ქვეყნის მიმართ მათი დამოკიდებულების გამოხატულება და ეს არის ერთადერთო რამის დასტური, რომ კოლექტიური “ნაცმოძრაობა” თავისი პოლიტიკური პარტიებით, ტელევიზიებითა და NGO-ებით არის უცხოური აგენტურა. ეს არის მათი დამოკიდებულების გამოხატულება. უცხოური აგენტები არიან და სწორედ ამიტომ ფიქრობენ ასე, რომ შეიძლება ვიღაცამ დაიბაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თავის დროზე 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცებს ავალებდნენ. ასეთი რაღაცები ხდებოდა მაშინ, მაგრამ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამმზომს ვერ ჩაურთავს”,- განაცხადა კობახიძემ.

Next Post

2022 წელს „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა დამოუკიდებელ ტესტებში პირველი ადგილი დაიკავა 69-ჯერ

სამ ივნ 13 , 2023
153 წაკითხვა 2022 წლის განმავლობაში  „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებები 73-ჯერ მოხვდა ლიდერთა სამეულში უსაფრთხოების ტექნოლოგიების 86 დამოუკიდებელი ტესტირების შედეგების საფუძველზე, მათ შორის 69-ჯერ  პირველი ადგილი დაიკავეს. კომპანია იტყობინება, რომ TOP-3 ქულა ასახავს რამდენად წარმატებით გაიარა პროდუქტებმა დამოუკიდებელი ტესტები კალენდარული წლის განმავლობაში. ეს შეფასება ბევრად უფრო თვალსაჩინო და ღირებულია, ვიდრე ერთი პროდუქტის ერთჯერადი წარმატება ერთ ტესტში. ინდიკატორი გამოითვლება AV-Comparatives, AV-TEST, SE Labs […]

შესაძლოა მოგეწონოთ