ლიბერთი ბანკი მომხმარებლებს ავტო და ბიზნეს სესხებს კონკურენტული პირობებით სთავაზობს

249 წაკითხვა

გაუთვალისწინებელმა დანახარჯებმა შეიძლება თავი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე იჩინოს. ამ დროს არაა მარტივი აუცილებელი ფინანსური რესურსის მოძიება, თანაც ოკლე დროში. გაუთვალისწინებელ სიტუაციას რომ თავი დავანებოთ, ხანდახან ფული სხვა მიზეზებითაც გვჭირდება, მაგალითად, ავტომობილის გასაახლებლად, ბიზნესის გაფართოების მიზნით ან სხვ.

 

როგორ მოვიძიოთ ფინანსები უმოკლეს დროში?

დამატებითი რესურსების მოძიება არა ერთი განსხვავებული გზითაა შესაძლებელი, მათგან კი ყველაზე მარტივი და აქტუალური გზა სესხის აღებაა.

სესხი ვალია, რომელსაც ვიღებთ ფინანსური ორგანიზაციებისგან ან/და კერძო პირებისგან, ჩვენზე მორგებული პირობებითა და წინასწარგანსაზღვრული მიზნებით. სესხებს აქვთ თავისი გადახდის ვადა, გრაფიკი და სხვა მახასიათებლები, რომელზეც ორი მხარე (მსესხებელი, მიმღები) ერთობლივად თანხმდება.

სესხის ტიპები:

სტატიაში ორ, განსხვავებული ტიპის სესხს განვიხილავთ, ასევე ვისაუბრებთ მათ პირობებსა და დანიშნულებაზე. ესენია – ავტო სესხი და ბიზნეს სესხები.

 

რა არის ავტო სესხი?

ავტო სესხი ავტომობილის შეძენის მიზნობრიობით გაცემული სესხის კატეგორიაა, რომელიც ახალი ან მეორადი მანქანის შესაძენად საჭირო თანხის გაცემას მოიაზრებს ფინანსური ორგანიზაციისგან. შესაბამისად, თუ თქვენ ავტომობილის ყიდვას გეგმავთ, თუმცა არ გაქვთ ან არასრულად გაქვთ თანხა, შეგიძლიათ აიღოთ ავტო სესხი და მიიღოთ საჭირო ფული უმოკლეს დროში. პროცედურა ძალიან მარტივია:

  • ავტომობილის არჩევა
  • ავტოსესხზე განაცხადის შევსება
  • პირადი ინფორმაციის შევსება
  • შემოსავლების დადასტურება

 

ლიბერთი ბანკის პირობები ავტო სესხზე:

  • სესხის მისაღებად საჭიროა მხოლოდ 45 წუთი
  • თანხის მიღება ხდება როგორც მეორადი, ისე ახალი ავტომობილის უზრუნველყოფით
  • სესხით სარგებლობის დროს ავტომობილი არის თქვენს საკუთრებაში, თანაც მართვის უფლებით

 

რა არის ბიზნეს სესხი?

ბიზნეს სესხები განკუთვნილია ადამიანებისთვის, ვისაც ფინანსები საკუთარი ბიზნესის გასაფართოვებლად, წამოსაწყებად ან უკვე არსებულის ვალდებულებების გადასაფარად სჭირდება. ბიზნეს სესხები ორ კატეგორიად იყოფა:

  • არაუზრუნველყოფილი
  • უზრუნველყოფილი

არაუზრუნველყოფილ სესხს, უზრუნველყოფილ სესხებისგან განსხვავებით, უზრუნველყოფა არ სჭირდება ისეთი ქონებით, როგორებიცაა:

  • კომერციული ფართი
  • მიწა
  • უძრავი ქონება
  • მანქანა-დანადგარები და სხვ.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ უზრუნველყოფის პირობით გაცემული თანხა უფრო მაღალია და პირობებიც განსხვავებული.

თუ გსურთ, გაიგოთ უფრო მეტი ლიბერთი ბანკის ავტო ან ბიზნეს სესხების შესახებ, მიმართეთ ლიბერთი ბანკის ფილიალს ან ესტუმრეთ ვერ-გვერდს: www.libertybank.ge

Next Post

გადაიხადე ნებისმიერი გადასახადი Pay.ge-ზე სახლიდან გაუსვლელად

პარ ივნ 16 , 2023
249 წაკითხვაციფრულ ეპოქაში საბანკო ტრანზაქციებისა და გადახდების განხორციელება გაცილებით იოლო და მოსახერხებელია, ვიდრე ოდესმე. ციფრული ონლაინ პლატფორმები სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერი სასურველი ოპერაციის განხორციელების საშუალებას გვაძლევს. ამასთან, თავიდან გვაცილებს ბანკის გრძელ რიგში საათობით დგომის დისკომფორტს, ზოგავს ჩვენს ენერგიასა და საჭირო დროს. ეს ყველაფერი კი არის ისეთი პლატფორმების დამსახურება, რომლებიც ერთ სივრცეში აერთიანებენ ციფრულ პროდუქტებს, გვაძლევენ საშუალებას, ონლაინ ვაწარმოოთ აუცილებელი პროცედურები, გადავიხადოთ […]

შესაძლოა მოგეწონოთ