ბექა კვიციანი ნოდარ ცხადაძეს ქურდულ “ობშიაკსა” და ბიზნესში წილს სთხოვდა?

1,989 წაკითხვა

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ბიზნესმენის, ნოდარ ცხადაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ემზარ კვიციანის ძმისშვილი, ბექა კვიციანი დააკავეს. საქმეზე ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ ვინ დააკავეს კონკრეტულად.
“ნიუპიოტის” ინფორმაციით კი დაკავებული სწორედ ბექა კვიციანია, რომელსაც პოლიცია 3 დღის განმავლობაში ეძებდა.

„ნიუპოსტისვე“ ინფორმაციით, სწორედ კვიციანმა მიაკითხა ცხადაძეს ისანში, სადაც გარდაცვლილს ავტონაწილების მაღაზია გქონდა და ის მანქანაში ჩაისვა. ჩვენი ინფორმაციით, ბექა კვიციანი მეგობარს ე.წ ქურდულ ობშიაკსა და ბიზნესში წილს სთხოვდა.

ცნობისთვის, ბექა კვიციანი მოკლული მამაკაცის შვილის ნათლიაა.

36 წლის ნოდარ ცხადაძის ცხედარი თბილისის ზღვაზე გუშინ იპოვეს. შსს საქმეს ორი მუხლით იძიებს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიუპოსტი

Next Post

შექმნის თუ არა ოქრიაშვილი განაწყენებულთათვის პარტიას - „შეთქმულების თეორია, რომელიც შესაძლოა, რეალობად იქცეს“

ხუთ ნოე 14 , 2019
1,989 წაკითხვაპოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS” -თან არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ამბოხებულმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება, პოლიტიკური პარტია იმ დეპუტატებთან ერთად შექმნას, რომელსაც სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გარიცხავს. ამასთან, როგორც ექსპერტი გვეუბნება, ოქრიაშვილის ახალი პარტია, სავარაუდოდ, ალიანსში “ქართულ ოცნებასთან“ შევა. „პარლამენტში განვითარებულ პროცესებს ორი მიზანი აქვს: პირველი, იქმნება პლათფორმა ოქრიაშვილისთვის ახლი პარტიის შექმნის მიზნით. […]

შესაძლოა მოგეწონოთ