შექმნის თუ არა ოქრიაშვილი განაწყენებულთათვის პარტიას – „შეთქმულების თეორია, რომელიც შესაძლოა, რეალობად იქცეს“

1,481 წაკითხვა

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი “2020NEWS” -თან არ გამორიცხავს, რომ “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ამბოხებულმა დეპუტატმა კახაბერ ოქრიაშვილმა, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება, პოლიტიკური პარტია იმ დეპუტატებთან ერთად შექმნას, რომელსაც სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ გარიცხავს. ამასთან, როგორც ექსპერტი გვეუბნება, ოქრიაშვილის ახალი პარტია, სავარაუდოდ, ალიანსში “ქართულ ოცნებასთან“ შევა.

„პარლამენტში განვითარებულ პროცესებს ორი მიზანი აქვს: პირველი, იქმნება პლათფორმა ოქრიაშვილისთვის ახლი პარტიის შექმნის მიზნით. მერე, ბიძინა ივანიშვილის იმიჯი საკმაოდ შელახულია და ის ამ პროცესების ფონზე, მოგვევლინება დემოკრატიის გარანტად და სიტყვის კაცად.

ის დეპუტატები, რომლებსაც „ქართული ოცნებიდან“ გარიცხავენ, შესაძლოა, ოქრიაშვილის პარტიაში ვიხილოთ. საბოლოო ჯამში, ოქრიაშვილის პარტია უნდა გახდეს ის სატელიტი ძალა, რომელთან ერთადაც “ქართული ოცნება“ კოალიციას შექმნის. ეს არის ჩემი ვარაუდი და შეთქმულების ერთ-ერთი თეორია, რომელიც შესაძლოა, რეალობად იქცეს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

2020news.ge

Next Post

აქციაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა

ხუთ ნოე 14 , 2019
1,481 წაკითხვაპარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მასთან ერთად აქციაზე მივიდა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი. პარლამენტის წინ აქცია უკვე ორი საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდებენ.  

შესაძლოა მოგეწონოთ