აქციაზე გიორგი მარგველაშვილი მივიდა

2,044 წაკითხვა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მასთან ერთად აქციაზე მივიდა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი.

პარლამენტის წინ აქცია უკვე ორი საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდებენ.

 

Next Post

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს

ხუთ ნოე 14 , 2019
2,044 წაკითხვარუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს. საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. ისინი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ.

შესაძლოა მოგეწონოთ