საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს, მაგრამ საქართველო საშუალებას არ იძლევა მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული. ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
“გამიხარდებოდა იმის თქმა რომ შემეძლოს, რომ სადმე სანქციებისთვის გვერდის ავლის ერთი შემთხვევაც არ არსებობს. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ ზომები, რომლებიც აქ [საქართველოში] იქნა მიღებული, ძალიან მყარი გარანტიაა იმის, რომ [სანქციებისთვის] გვერდის ავლა არ მოხდება…
იმ მიზეზების გამო, რომლებიც უკვე ვახსენე, საქართველო ჩვენს სანქციებს არ უერთდება, ჩვენი სანქციებს არ ახორციელებს. თუმცა ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ არის ის, რომ საქართველო ძალიან სერიოზულად უდგება თავის ვალდებულებას არ დაუშვას, რომ მისი ტერიტორია სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იქნას გამოყენებული, იქნება ეს საქონლით ვაჭრობა, კონკრეტულად კი 38 საბრძოლო საქონელი თუ ფინანსური სერვისები,” – განაცხადა ო’სალივანმა.