ირაკლი ქადაგიშვილი – კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციის ყბადაღებული ნარატივი: „დაასანქცირეთ საქართველო“, მავნებლური პროპაგანდა თავიდან ბოლომდე ტყუილზე, ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი, მაგრამ ისინი ზნეს არ შეიცვლიან

317 წაკითხვა

აინტერესებდათ, როგორ ხორციელდება შესაბამისი ინსტიტუციების მიერ სანქციების პოლიტიკის აღსრულება – ეს გამოცდილება საინტერესო იქნება მათთვის, რათა იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვისთანაც ეს კომისია მუშაობს ანალოგიურ საკითხებზე, ჩვენი გამოცდილება იყოს ერთგვარი გზამკვლევი და მაგალითიც , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც სანქციების საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის დევიდ ო სალივანის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ბრაიენის და ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორის კუმარ აიერის ვიზიტსა და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის თქმით, დადასტურდა, რომ ოპოზიციის პროპაგანდა ამ საკითხზე ტყუილზე იყო აგებული.

“ის, რომ საქართველო პირნათლად იცავს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესს, დადასტურებულია სხვადასხვა ანგარიშით და ოფიციალური განცხადებებით როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის, ისე ევროკავშირის მხრიდან. ბოლო ვიზიტი რაც განხორციელდა საერთაშორისო სანქციების აღმასრულებელი მონიტორინგის ჯგუფის მხრიდან, იყო ერთგვარი დადასტურება იმისა, რომ მაღალ შეფასებას აძლევდნენ საქართველოს მიერ გაწეულ ამ სამუშაოს და კონკრეტულად აინტერესებდათ, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ყველა შესაბამისი ინსტიტუციის მიერ ამ პოლიტიკის აღსრულება. ეს გამოცდილება საინტერესო იქნება მათთვის იმისათვის, რომ იმ ქვეყნებთან მიმართებით, ვისთანაც ეს კომისია მუშაობს ანალოგიურ საკითხებზე ჩვენი გამოცდილება იყოს ერთგვარი გზამკვლევი და მაგალითიც, მით უმეტეს, საუბარი არის ხოლმე პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე, როლებსაც დაახლოებით შეიძლება ანალოგიური ტიპის გამოცდილება ჰქონდეთ.

რაც შეეხება ოპოზიციის ყბადაღებულ ნარატივს: “დაასანქცირეთ საქართველო”, რომელსაც დაუღალავად იმეორებენ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მათი ეს მავნებლური პროპაგანდა თავიდან ბოლომდე ტყუილზე, ქვეყნის ინტერესების დაზიანებაზეა აწყობილი, მაგრამ ისინი ზნეს არ შეიცვლიან და იგივე სიჯიუტით გააგრძელებენ ქვეყნის წინააღმდეგ ამ პროპაგანდას”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

Next Post

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე, რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია - რა დროს საარჩევნო სიებში ადგილების გაყოფაა, ძალიან მიკვირს

ოთხ ივნ 28 , 2023
317 წაკითხვასაქართველოში ძალაუფლება კრიმინალურ ჯგუფს აქვს ხელში ჩაგდებული, რომელიც აუცილებლად გადავა მასშტაბურ ძალადობაზე. ის რაც გუშინ იხილეთ მხოლოდ დასაწყისია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ ვრცელდება. მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს პოლიტიკოსებს, ნუ შეეშინდებათ. ამასთან, სააკაშვილის თქმით, ახლა საარჩევნო სიებში ადგილის გაყოფის დრო არ არის და ძალიან უკვირს ამას რომ უყურებს. „მეგობრებო, რუსეთში არეულობის და ძალადობის ბოლოჟამის […]