ჯოზეფ ბორელი – სუსტი პუტინი ევროკავშირისთვის მეტ რისკს ნიშნავს

271 წაკითხვა

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი

ჯოზეფ ბორელი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის აჯანყებამ კრემლის ძალა შეასუსტა და ევროკავშირი უფრო დიდი რისკებისთვის უნდა მოემზადოს რუსეთის უფრო დიდი არასტაბილურობის გამო.

ამის შესახებ BBC-ი წერს.

„ცხადია, პუტინი ამ კრიზისიდან უფრო სუსტი გამოდის, მაგრამ სუსტი პუტინი ასევე დიდი საფრთხეა. ამიტომ გვმართებს, ჩვენ ძალიან კარგად გავიგოთ შედეგები… პუტინმა დაკარგა მონოპოლია ძალის გამოყენებაზე და, უდავოდ, არასტაბილური რუსეთი დიდი რისკია“, – განაცხადა ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის წინ.

ბორელი ვარაუდობს, რომ პუტინი მალე დაიწყებს ბრძოლას იმ ადამიანებთან სისტემაში, რომელთა ლოიალობაში მას ეჭვი ეპარება.

მისივე თქმით, მთავარია უკრაინის მხარდაჭერა, ამიტომ ის ლიდერებს სთხოვს გააგრძელონ ევროპის მშვიდობის ფონდის დაფინანსება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, აფინანსებს უკრაინის სამხედრო დახმარებას.

„ჩვენ ვსაუბრობთ უსაფრთხოების ვალდებულებებზე. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გრძელვადიანი უნდა იყოს… ომის დროს და ომის შემდეგ“, – თქვა ბორელმა და დასძინა: „ამიტომ, ევროპის მშვიდობის ფონდი უკრაინისთვის, შესაძლოა, გახდეს უკრაინის თავდაცვის ფონდი – უნდა გაგრძელდეს სწავლება, უნდა გაგრძელდეს არმიის მოდერნიზაცია“.

Next Post

ვოლოდიმირ ზელენსკი - ნატოს სამიტამდე შედეგი უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ ყოველი მეტრი სიცოცხლედ ღირს - დროსა და ხალხს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხია

პარ ივნ 30 , 2023
271 წაკითხვაუკრაინას ბრძოლის ველზე შედეგის ჩვენება ნატო-ს სამიტამდე სურს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ გამოცემებთან ინტერვიუში განაცხადა. “[ნატო-ს] სამიტამდე შედეგი უნდა ვაჩვენოთ, მაგრამ ყოველი მეტრი სიცოცხლედ ღირს”, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემოდგომას უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო, მაგრამ მისი გაგრძელება არ შეეძლო ვინაიდან არტილერია არ ჰქონდათ. “ამ შემოდგომას კონტრშეტევა დავიწყეთ და შედეგი გვჭირდებოდა… გავჩერდით, ვინაიდან, შემდგომ სვლა არ […]

შესაძლოა მოგეწონოთ