პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა

108 წაკითხვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მანდატი გაიზარდა. საკანონმდებლო ცვლილებები, პარლამენტმა, მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ ცვლილების მთავარი მიზანი სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლია.

„პაკეტი შექმნის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულ პირობებს პაციენტის საჩივარზე რეაგირებისთვის, სალიცენზიო და სანებართვო პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის. გააუმჯობესებს, როგორც სამუშაო გარემოს სამედიცინო პერსონალისთვის, ისე პაციენტის უსაფრთხოების გარანტიებს და კლინიკური გამოსავლებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, ცვლილებები, მიზნად ისახავს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ მანდატის გაზრდით, რეგულირების სააგენტო შეძლებს, სამედიცინო შემთხვევებზე ოპერატიულ რეაგირებას და მათ დროულ შესწავლას, რაც პირდაპირ კავშირშია ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასთან.

„ცვლილება ითვალისწინებს მარეგულირებლისთვის იმ უფლებამოსილების მინიჭებას, რაც მას საშუალებას აძლევს განახორციელოს, შეტყობინების გარეშე, ინსპექტირება პაციენტის საჩივარზე ან სხვა საყურადღებო შემთხვევებზე რეაგირებისთვის, როგორც კლინიკებში, ისე ფარმაცევტულ სექტორში. შედეგად მარეგულირებელს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ობიექტური ინფორმაცია, რეალურ დროში და შესაბამისად გადაწყვეტილებებიც აღმოჩენილ ხარვეზებთან დაკავშირებით, იყოს მაქსიმალურად ობიექტური და დროული. ასევე ამოქმედდა სამედიცინო დაწესებულებებისთვის ლიცენზიის და ნებართვის შეჩერების მექანიზმი, განისაზღვრა მისი აპელირების შესაძლებლობა, სასამართლოს როლი და ზეპირი განხილვის შესაძლებლობა ასევე კლინიკებისთვის. მნიშვნელოვანი არის სამართალდარღვევების ნაწილში, ჯარიმების ოდენობის გაზრდა, ასევე დაუყოვნებელი აღსრულება იმ სამართალდარღვევებისთვის, რომელთა იდენტიფიცირება მარტივია და მარეგულირებლებს შეუძლია ადგილზევე დაადგინოს რა ტიპის დარღვევასთან გვაქვს საქმე და მიმართოს ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც გაზრდის ჯარიმების პრევენციულ ეფექტს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Next Post

ირაკლი ზარქუა - სააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღე, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო - გესმით რასთან გვაქვს საქმე?!

ორშ ივლ 3 , 2023
108 წაკითხვასააკაშვილი, რომელიც თურმე კვდებოდა 400 დღე, ახლა პოლიტიკაშია ჩართული და უკვე ამ ხელმოცარულებს ეუბნება, თქვენ გვერდზე ჩაიწიეთო. გესმით რასთან გვაქვს საქმე?!- ევროპარლამენტში და მის გარეთ ეს ხელმოცარულები ქვეყანას რომ აზიანებდნენ, გრძნობენ თუ არა პასუხისმგებლობას?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. მისი თქმით, აინტერესებს ის ადამიანები თუ მოიხდიან ბოდიშს, რომლებიც ამბობდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები შელახულია და მას აწამებენ და წამლავენ. […]

შესაძლოა მოგეწონოთ