მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი – მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს

115 წაკითხვა

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, პოლიტიკური დევნის ატანა, მიუღებელია.

“ღრმა შეშფოთებას გამოვხატავ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გამო.

ნებისმიერი პიროვნებისთვის მიუღებელია პოლიტიკური დევნის ატანა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები მისი ჯანმრთელობის დასაცავად და უზრუნველყონ, რომ სამართლიანობამ პოლიტიკურ ინტერესებს სძლიოს”, – წერს პოპესკუ.

Next Post

ილია დარჩიაშვილი - გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ, მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ - ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, რეაგირება არ გვექნება

ოთხ ივლ 5 , 2023
115 წაკითხვაჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ღირსეული დამოკიდებულება პარტნიორის მისამართით, ამას გავაგრძელებთ და ერთ-ერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ, ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს , – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობენ. ილია დარჩიაშვილის თქმით, ამ […]