დმიტრო კულება – შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – ვილნიუსის სამიტის შემდეგ ნატო-სკენ უკრაინის გზა აუცილებლად შემოკლდება

127 წაკითხვა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის შესახებ გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე შეთანხმებულია.

კულებამ სოციალურ ქსელ Threads-ში დაწერა, რომ მიუხედავად ყველა სკეპტიკოსისა და ოპონენტისა, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ბევრ საკითხში უკრაინა წინ მიიწევს.

“უკვე შეთანხმებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინისა და ნატო-სთვის. სამიტის შემდეგ ალიანსისკენ ჩვენი გზა აუცილებლად შემოკლდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, რომელიც, როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში, გვითხრეს, რომ არ იქნებოდა და ჩვენ კი ეს, ჩვენს უახლოეს პარტნიორებთან ერთად გავაკეთეთ“, – დაწერა კულებამ.

მან პარტნიორებს სთხოვა, უკრაინის ალიანსში შესვლის პროცედურა უფრო მკაფიო გახადონ.

„ნატო-სთვის, ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება ნიშნავს პუტინისთვის საჩუქრის გაკეთებას იმ დროს, როდესაც მასზე ყველა ფრონტზე ზეწოლა უნდა მოახდინონ. მუშაობა გრძელდება და ის შეუფერხებლად გაგრძელდება“, – განაცხადა კულებამ.

Next Post

ვალერი ჩეჩელაშვილი - საქართველო 2009 წელში ჩარჩა, ამის შემდეგ ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის მექანიზმები ვერ გამოვიყენეთ და დღეს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიებს ვკარგავთ

ორშ ივლ 10 , 2023
127 წაკითხვახვალ რომ გადაწყვიტოს პრემიერ-მინისტრმა ვილნიუსში ჩასვლა, ეს ვითარებას ვერ შეცვლის, იმიტომ, რომ ღარიბაშვილს არ მიეცემა შესაძლებლობა შეხვდეს წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთსა და უკრაინაში, ვალერი ჩეჩელაშვილმა განაცხადა, რითაც ვილნიუსში, 11 ივლისს დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრა. როგორც ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში განაცხადა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად არ განიხილება. „ის გადაწყვეტილებები, რასაც აშშ და […]

შესაძლოა მოგეწონოთ