მიხეილ სააკაშვილი – ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას – სკანდალია ჩემი წამებისა და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე

123 წაკითხვა

მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას – სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ყოფნის ყოველი დღე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

სააკაშვილის განცხადებით, დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას.

„მოგიწოდებთ, ნუ ახდენთ “პოლონელი ექიმების სკანდალის” შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ტირაჟირებას. სკანდალურია არა ევროკავშირის ქვეყნების ინიციატივით შექმნილი მაღალი კვალიფიკაციის ექიმების ჯგუფის ჩამოსვლა, ოთხთვენახევრიანი მოლოდინის და ხელოვნური დაბრკოლებების გადალახვის შემდეგ, არამედ ჩემი სრულიად უსამართლო პატიმრობა.

სკანდალია ჩემი წამების და იზოლაციაში ჰყოფნის ყოველი დღე. სკანდალია ოლიგარქის მონების ყოველი განცხადება და მათი თავდასხმა დასავლეთის მაღალი თანამდებობის პირებზე და მათ წარმომადგენლებზე.

სკანდალია მთელი პროგრესული სამყაროსგან დაგმობილი და გარიყული რუსეთის სხვადასხვა გზით მხარდაჭერა და გმირულად მებრძოლი უკრაინისგან განდგომა.

დროა ბოლო მოეღოს “კაგებეშნიკური” მეთოდებით ქვეყნის ნგრევას!“, – წერს სააკაშვილი “ფეისბუქზე”.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა “გაუგებარ ინციდენტს”, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა.

Next Post

პრემიერი - გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, სამარცხვინო ფაქტი მოხდა, ჩვენ გადავხედავთ ჩვენს მიდგომას - შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ: ადგილზე ჩამოიყვანონ ექიმები, თუ მაინცდამაინც უნდათ მკურნალობა, უმკურნალონ, რაც უნდათ, ის გაუკეთონ

ოთხ ივლ 19 , 2023
123 წაკითხვაჩვენი გაცხადება, შეთავაზება იყო შემდეგი: ჩვენ არ ვიქნებოდით და არ ვიქნებით წინააღმდეგი, რომ სააკაშვილის ოჯახმა ჩამოიყვანოს ნებისმიერი ექიმი, ნებისმიერი კლინიკიდან, ადგილზე სამკურნალოდ, ხაზგასმით მინდა ვთქვა – ჩვენ რაც ვიხილეთ ახლა, ეს არც ადგილზე მკურნალობა იყო, არც ამისი მცდელობა იყო, საერთოდ, გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ვივამედში” ერთ-ერთ პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომლის […]

შესაძლოა მოგეწონოთ