პრემიერი – არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა – როცა კიევი იბომბებოდა, ჩვენი ელჩი ბოლო იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში და ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის” თბილისში

179 წაკითხვა

არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის მეგობრობის, დიპლომატიის, ეტიკეტის დარღვევა, როცა კიევი იბომბებოდა, ჩვენი ელჩი ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში, ასეთი კაცი გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის”თბილისში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ომის დაწყების შემდეგ, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც ელჩი გაიწვიეს, საქართველო იყო და უკრაინას დღემდე ჰყავს ელჩი იმ ქვეყანაში, საიდანაც ხდებოდა რუსეთის თავდასხმები.

„ომის დაწყების შემდეგ ერთადერთი სახელმწიფოსგან გაიწვიეს ელჩი, ეს იყო საქართველო მაშინ, როცა, მე აღარ ჩამოვთვლი ქვეყნებს, რომლებიც პირდაპირ რუსეთის მხარეს იჭერდნენ პოზიციას, არავითარი რეაგირება არ გაუკეთებიათ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყნებიდან, საიდანაც ხდებოდა რუსეთის შეტევები და თავდასხმები, იმ ქვეყანაში დღემდე ჰყავს ელჩი უკრაინას. და ბოლოს, ვიტყოდი, სამწუხაროა, რა თქმა უნდა, და მადლიერებაზე აღარ არის საუბარი, ჩვენ არავის მადლიერებას არ ვითხოვთ, მაგრამ ეს არის ყოველგვარი მეგობრობის, დიპლომატიის თუ ეტიკეტის დარღვევა, როცა ჩვენი ელჩი ალბათ ბოლო ელჩი იყო, რომელიც ბოლო წუთამდე დარჩა კიევში. კიევი როცა იბომბებოდა და მთელი ხალხი გავიდა ქალაქიდან, ჩვენი ელჩი იქ იდგა, ვაჟკაცურად იკავებდა პოზიციას. აი ასეთი კაცი მათ გამოაგზავნეს ვითომ „კონსულტაციისთვის” დედაქალაქში, თბილისში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Next Post

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მარცვლეულის შეთანხმებაზე - ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინს დასავლეთის ქვეყნებისგანაც აქვს გარკვეული მოლოდინები, მათაც უნდა მიიღონ ზომები ამ საკითხთან დაკავშირებით

პარ ივლ 21 , 2023
179 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, მარცვლეულის შეთანხმებას დაუბრუნდეს, თუ დასავლეთის ქვეყნები შესაბამის ზომებს მიიღებენ. თურქული მაუწყებლის Haberturk-ის ცნობით, ერდოღანი იმედოვნებს, რომ ამ საკითხს პუტინთან უახლოეს მომავალში განიხილავს სატელეფონო კომუნიკაციის გზით, ან თურქეთში ვიზიტის დროს. „რუსეთსაც აქვს გარკვეული მოლოდინები. თუ ისინი გადაილახება, მაშინ რუსეთი მხარს დაუჭერს ამ მარცვლეულის დერეფნის აქტიურ ფუნქციონირებას”, – განაცხადა ერდოღანმა. მისივე განმარტებით, მარცვლეულის ინიციატივის […]

შესაძლოა მოგეწონოთ