გერმანიამ უკრაინას Leopard 1 ტიპის ტანკების პირველი პარტია გადასცა

149 წაკითხვა

გერმანიამ უკრაინას Leopard 1A5 ტიპის საბრძოლო ტანკების პირველი პარტია გადასცა, – ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის მთავრობის ვებსაიტზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, უკრაინას უკვე მიეწოდა Leopard 1A5 ტიპის 10 ტანკი. სამომავლოდ კი ქვეყანა აპირებს, პროექტის ფარგლებში, რომელიც დანიასთან ერთობლივად ხორციელდება, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიდევ 100 ასეთი ტანკი გადასცეს.

ამასთან, გერმანიამ უკრაინას მძიმე ჯავშანტექნიკისთვის, კერძოდ, Leopard 2 ტანკებისთვის, Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის და Dachs-ის საინჟინრო მანქანებისთვის, MG3 ტიპის 20 ტყვიამფრქვევი მიაწოდა. უკრაინამ სულ 138 ასეთი ტყვიამფრქვევი მიიღო. გარდა ამისა, უკრაინას 155 მმ კალიბრიანი 1 305 საარტილერიო საბრძოლო მასალა და 155 მმ კალიბრიანი 2 064 კვამლის წარმომქმნელი საბრძოლო მასალა გადასცეს.

უკრაინამ ასევე მიიღო დამატებით ოთხი სასაზღვრო საპატრულო მანქანა, 10 მობილური სახმელეთო სათვალთვალო რადარი, Zetros-ის მარკის 16 სატვირთო მანქანა და 100 000 პირველადი დახმარების ნაკრები.

Next Post

განათლების სამინისტრო - რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში არანაირი პროცედურა არ მიმდინარეობს - გავრცელებული ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით არის დეზინფორმაცია

ორშ ივლ 24 , 2023
149 წაკითხვასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსულ-ქართული უნივერსიტეტის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განცხადება არ შესულა. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის დაფინანსებით იხსნება რუსულ-ქართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სიმართლეს არ შეესაბამება. გაცნობებთ, რომ რუსულ-ქართული სასწავლებლის გახსნის მოთხოვნით სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ […]

შესაძლოა მოგეწონოთ