თამაზ გოჩაშვილი – ყოველთვის დაიცავი საქართველოს ვეტერანის უფლებები!

4,149 წაკითხვა

ლიზა მახარაშვილი

ინტერვიუ ვეტერან თამაზ გოჩაშვილთან

ბატონო თამაზ, რა მგდომარეობაა დღევანდელ დღეს ვეტერანების პრობლემატიკის მოგვარების საკითხში?

„საქართველოს ვეტერანების პრობლემური საკითხების მოგვარება აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომის შემდეგ სხვადასხვა მთავრობის ხელში სხვადასხვაგვარი იყო დამოკიდებულების მხრივ.
ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის და მთავარსარდლობის დროს მიიღეს კანონი ”ვეტერანების სოციალური დაცვის შესახებ“ და ეს კანონი ვერ მოერგო ქართულ სახელმწიფოს, რადგან არის რუსეთის ვეტერანების შესახებ კანონის სრული გადამღერება. კანონი არსებობდა და ფრაზები “თანხები არ გაგვაჩნიაო”, “ვინ გაგიშვათ იმ ომში?!” და “თქვენც ახლა ბერლინი აიღეთო?! გაზეპირებული ქონდათ მაშინდელ სახელმწიფო სტრუქტურების მოხელეებს.
არანაირი ფსიქო ან სოციალური რეაბილიტაცია ჩვენს ნაომარ გულითანთებულ მეომრებს არ გაუვლიათ.

შევარდნაძემ არათუ არ აიღო პასუხისმგებლობა არც სამაჩაბლოს და აფხაზეთის კონფლიქტზე და არც მასში მონაწილე მეომრებზე, არამედ კრემლის აგენტებმა ჩვენი ბიჭების უმეტესობა გამოკეტეს საპყრობილეებში და გაფცქვნეს და გააპარტახეს ქვეყანა.
სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის პარტიის ზეობისას ის ცხრა წელიწადი ისე გაიყვანეს, რომ ვეტერანების ხსენება არ უნდოდათ. განსაკუთრებით მოიძულეს დაღუპულ მეომართა ოჯახები და ბევრს პენსიებიც კი უკან მიატანინეს. სოციალური შეღავათები ისევ ეწერა ფურცელზე და არ ეწერა აღსრულება. შემდეგ გადაწყვიტეს კანონი გაენადგურებინათ და ჯანდაცვის სამინისტროში შეიმუშავეს კანონი ახალი რედაქციით, რომელსაც ხალხში უწოდეს “კანონი ვეტერანთა დაკრძლავის შესახებ”, რამეთუ დაიყვანეს რამდენმე პუნქტზე, მათ შორის სახელმწიფო თავის თავზე იღებდა და იღებს მეომართა დაკრძალვის ხარჯებს.

ისევ გამოკეტეს მეომრები ციხეებში და არ დააკლეს მათ წამება და შეურაცხყოფა. სხვათა შორის ეს გააკეთეს ნოღაიდელის პრემიერობის დროს და რომელი სახელმწიფოს აგენტი აღმოჩნდა, ჩვენი პრემიერი ხომ კარგად გახსოვთ. ჯანდაცვის სამინისტროში ირაკლი გიორგობიანის მოადგილე იყო ვინმე ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც დღეს საეჭვო რეპუტაციის მქონე ორგანიზაცია “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერია და ახლა ჩანს თუ რატომ გადაეკიდა ასე მწარედ ჩვენს მეომრებს, რა მძიმე ფსიქოლოგიის და იდეების მატარებელი პიროვნებაა, პირდაპირ სამარცხვინო პიროვნება ყველამ იცის. სწორედ მან მოსპო და გაანადგურა ჩვენი კანონი, რომლის აღდგენის შესახებ წლებია მიდის პარლამენტში მე ვიტყოდი “ჭიდაობა”, მაინც მაგრამ არ ეღირსა აღდგენა.

მიშა სააკაშვილისთვის მეომარი კაცი იყო პირადი მტერი და 2008 ში ხომ შეახოცა ბიჭები. ვინც გამოვთქვით უკმაყოფილება გმირთა მოედანზე 2011 წლის ახალ წელს შიმშილობით და პროტესტით, კვლავ ციხეებში გამოგვკეტა და დაგვარბია. ეს დარბევა და შეურაცხყოფა გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების განსჯის საგანი და ცოცხლები მხოლოდ იმიტომ გადავრჩით. ეს დამბრბევები ჯერ კიდევ დაუსჯელები დადიან.

არც ერთ პრემიერს არ დაუდევს თითი თითზე ვეტერანის უფლებების და სოციალური დაცვის გასაუმჯობესებლად. ერთადერთი გამონაკლისი აღმოჩნდა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც რაც შეეძლო იმ მოკლე დროში შეძლებისდაგვარად გააკეთა, ჯანდაცვის და ვეტერანის უფლებების დასაცავად. თვით ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური მის დროს შეიქმნა, ორმილიონ ნახევარი დაიხარჯა მარტო ოპერაციაზე და მკურნალობაზე, აამოქმედა მუნიციპალური ადგილობრივი ხარჯები ვეტერანების სამკურნალო წამლებზე, დანიშნეს 1000 ლარიანი დახმარება დაღუპულთა ოჯახებზე და სხვა. რომ იტყვიან პირველად მიხედა ქვეყანამ ვეტერანებს.

დღეს დღეობით კვლავ ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი საკანონმდებლო ბაზიდან დაწყებული და ვეტერანთა ჰოსპიტალით დამთავრებული. არა და არ აღირსეს ვეტერანთა ჰოსპიტალს რეაბილიტაცია და დაფინანსება. კვლავ პრობლემად რჩება თანამდებობის პირი პიროვნება, რომელიც საკითხის გულთან მიიტანს“.

კიდევ რა საკითხებია მოსაგვარებელი დღის წესრიგში?

„მამულიშვილური საქმის კეთება არც ისე ადვილია. დიდი ხანია დგას საკითხი როგორ გავაძლეროთ ჩვენი საზღვრისპირა რეგიონები. როგორ დავასაქმოთ ხალხი. მთავარი საკითხი რჩება მიწის საკითხი. ხომ შეიძლება გარკვეული შეღავათი მიეცეთ ვეტერანებს და მივუზომოთ ამ პატრიოტ ბიჭებს მიწის ნაკვეთები, რომლებიც თან შრომით რეაბილიტაციას გაივლიან და თან კვლავ მამულს გამოადგებიან. ამდენი მილიონები კაცმა არ იცის რაში იხარჯება ბიუჯეტიდან და ვეტერანთა კოოპერატივები რომ გაკეთდეს მიწის დამუშავების მხრივ განა შეუძლებელია?! ამას წინათ ვეტერანების გამოსვლებს ვუყურებდი – ნაგავთსაყრელი გავასუფთავეთო და არ გვიკანონებსო მერიაო!? ნაგავთსაყრელი კი არა ვეტერანებს საუკეთესო მიწები ეკუთვნით საცხოვრებლად. რატომაც არა? რა არ დაიმსახურეს თავის სამშობლოში საცხოვრისი ქონდეთ?! უცხო ტომელებისთვის როგორ ყველაფერი არის და ჩვენთვის არა?!
ამ უსახლკარო, ჯანმრთელობადაკარგული ბიჭებისთვის ერთი კორპუსი რომ აეშენებინთ არ შეიძლებოდა? მარა მონდომებული არავინაა“.

რას გვეტყვით 22 ლარიან დახმარებაზე, რომელსაც ხშირად აპროტესტებენ ვეტერანები?

„გასაგებად აგიხსნით, რადგან ბევრს ეშლება და ეს 22 ლარი პენსია გონია. ეს თანხა არის არა პენსია, არამედ სახელმწიფო გასაცემელი კომუნალური გადასახადების დასაფარავად. თავდაპირველად კანონით განსაზღვრული იყო საგადასახადო შეღავათები კილოვატსაათებით. ეს შეღავათები მოქმედებდა მხოლოდ თბილისში. რაიონების მაცხოვრებელი ვეტერანები ვერ სარგებლობდნდნ ამ დახმარებით, შემდეგ ჯანდაცვის მინსტრად ლადო ჭიპაშვილის დროს განხორციელდა კანონის მონეტიზაცია და თითოეულ ვეტერანს მიეცა 22 ლარი განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა. მაშინ მოქალაქის ასაკობრივი პენსია იყო 14 ლარი და შეღავათი სახეზე იყო. ტარიფებიც არ იყო ასე გაძვირებული და ამიტომ როგორღაც რეფორმამ გაამართლა რამდენიმე წელი. დღეს სხვა ვითარებაა – ეს 22 ლარი ძალიან სამარცხვინო ციფრი გამოდის და მის მატებას არ დაადგა საშველი.

ჩემი აზრით, შესაძლოა კანონში შევიდეს ცვლილება და ვეტერანისთვის საპენსიო ასაკმა ჩამოიწიოს ქალბატონებისთვის 55 წლამდე და მამაკაცებში 60 წლამდე, ნუთუ მათ ეს არ დაიმსახურეს. ვეტერანებს ისე აქვთ ჯანმრთელობა შერყეული, რომ მათთვის რთულია მიაღწიონ დღევანდელ საპენსიო ასაკამდე. ეს რეფორმაც ცოტათი შეამსუბუქებდა მდგომარეობას. და რა თქმა უნდა, ვეტერანი პენსიონერის თანხა გაცილებით მეტი უნდა იყოს.
ასევე მინდა გავაპროტესტო ქალაქის მერის კახი კალაძის 2018 წლის 10 იანვრის განკარგულება, რომელმაც მოქალაქეს და მათ შორის ვეტერანს 120 ლარზე მეტი მედიკამენტის დაფინანსება შეუზღუდა და დარჩნენ ბიჭები წამლის გარეშე… და წამლების ფასი როგორია თქვენც კარგად იცით. თანაც ხშირად თანხების უქონლობის გამო გამგეობები საერთოდ უარს ეუბნებიან ამის დაფანანსებზეც კი“.

რომ დავუბრუნდეთ პატრიოტიზმის, სამშობლოსერთიანობის და დაცვის თემატიკას?

„პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ინერგება ადამიანში პირველი დღებიდან. რომ იტყვიან “მამულის გრძნობა გასაკვირველი” ჩვენს გენეტიკაში იყო ყოველთვის და ამან მოიყვანა ქართველობა დღემდე. აბა ჩვენი ნაციონალური მენტალობა არ ყოფილიყო რანი ვიქნებოდით დღეს. ერთ დროს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე ქვეყანა, რომელიც კავკასიის ხალხთა გული იყო, დღეს 21 საუკუნეში ლეკიანობაშია და ბოლო ბოლო რუქას რომ დახედოთ სხვა ქვეყნებისთვის მეტროსადგურის ერთი გაჩერებაღა დავრჩით.
მინდა ვიკითხო – “გაერო” რატომ არ ითხოვს ჩვენი ტერიტორიების აღდგენას თავის მიერვე აღიარებულ ფარგლებში?
სულ მაინტერესებს 2008 წლის ომის შესაჩერებლად რა ხელშეკრულებაზე მოაწერინა საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ ხელი ნაციონალებს რუსეთთან და რა წერია შიგნით?
გამოაქვეყნონ არ შეიძლება?

მე მგონია საერთოდ სამშობლოს დაცვის უფლება გვაქვს ჩამორთმეული.
მენატრება ჩემი მამული სამაჩაბლოში. გადაუარეს თამარაშენს და ხეითს ტანკებით. გაავერანეს ჩვენი ქართლი, მოსპეს და მიწასთან გაასწორეს.
ვინ არის პატრონი? სტუმრებმა მასპინძლები გამოგვყარეს და წინაპრის საფლავზე ღვინო ვერ დაგვქცევია, სანთელი ვერ აგვინთია და ლოცვა ვერ გვითქვამს?! ეს არის სამართალი?
ჩემი აზრით, დღეს დღეობით ჩვენი მოქალაქეობრივი უფლება მომავალში გამოიხატება მხოლოდ თურმე საეჭვო რეპუტაციის პირების უკანალის დაცვაში?!
პოლიტიკური პროცესები უკვე სამარცხვინო და სასაცილო ფორმებს იღებს.
ეს გულისამრევი გადაცემები თუ ურცხვი პოლიტიკოსები და ჟურნალისტები რას აკეთებენ და ლაპარაკობენ თავად არ იციან.

მეომარი კაცისთვის ეს ვაკხანალია უკვე ძალიან მტკივნეულ შინაგან დრამატულ ფიქრებს იწვევს და მაგონდებიან ჩემი თანამებრძოლები: ზაზა დემეტრაშვილი, დათო პაპუაშვილი, შალვა ნადირაძე, ალიკო ნუცუბიძე, ვასიკო ამირიძე და სხვები და სხვები, უცნობი ასაკით პატარა დიდი სულის ბიჭები, რომლებსაც სიცოცხლეზე მეტად სამშობლო უყვარდათ.  ქართველებო, ნუ დაივიწყებთ მათ ამაგს და დაღვრილ სისხლს. ეს არ ეკადება არც ჩვენს წარსულს და არც ჩვენს მომავალს“.

Next Post

„კობახიძეს ვინმემ შემოულაწუნოს“ - ირმა ინაშვილი

პარ ნოე 15 , 2019
4,149 წაკითხვაკობახიძეს ვინმემ შემოულაწუნოს, მთელი საღამოა ველანდები იქ, სადაც არა ვარ! ახალი ზურა ადეიშვილი დაიბადა პარლამენტში, მისი სახით. იმან გაქცევა მოასწრო. საინტერესოა, ეს როგორ დაასრულებს კარიერას. მე კი ვხედავ წინასწარ, როგორ მოხდება ეს ყველაფერი და რა სწრაფად მოხდება, მაგრამ არ დავასწრებ მოვლენებს. ირმა ინაშვილი

შესაძლოა მოგეწონოთ