ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო

131 წაკითხვა

ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, სადაც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, არეულობა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციის თანახმად, ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. საელჩო აღნიშნავს, რომ მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ადმინისტრაციასთან.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამისმა სამსახურები და საქართველოს მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ღამის საამ საათზე, ადგილზე უკვე სიმშვიდე იყო და საქართველოს მოქალაქეები უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ.

„ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის 2 საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამიგდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრემლსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

Next Post

გუბერნატორის განცხადებით, რუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ რაკეტა” აფეთქდა - არიან დაშავებულები

პარ ივლ 28 , 2023
131 წაკითხვარუსეთის ქალაქ ტაგანროგის ცენტრში “სავარაუდოდ რაკეტა” აფეთქდა. ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა. მისი თქმით, აფეთქების შედეგად გარდაცვლილები არ არიან. სასწრაფო სამსახურების ინფორმაციით, ამ მომენტისთვის 12 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. აფეთქების შედეგად ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ხალხი იყოს მოყოლილი.

შესაძლოა მოგეწონოთ