თინა ბოკუჩავა – კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი

177 წაკითხვა

კობახიძის განცხადება არის ქვეყნის ღალატი – კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ პარლამენტში, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც მან “ქაჯობა” უწოდა.

ბოკუჩავას თქმით, საქართველოს მოქალაქეები ყველა საკვანძო მომენტში აჩვენებენ თავიანთ პოზიციას და ბათუმშიც მათ ქვეყნის ღირსება დაიცვეს.

“მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს მგონი, უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ საქართველოს პატრიოტები იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ღირსებას, რომელზეც უარი თქვა და გაყიდა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა.

მე დარწმუნებული ვარ, ეს მომავალშიც ასე იქნება და ყველა საკვანძო მომენტში საქართველოს მოქალაქე აჩვენებს ივანიშვილის რეჟიმს, რომ რუსიფიკაციის მცდელობა წარუმატებელი იქნება ყოველთვის.

მისი (კობახიძის) განცხადება არის ქვეყნის ღალატი და მორიგ ჯერზე საკუთარი ქვეყნისთვის ომის დაბრალება, რასაც თავისუფალ სამყაროში არავინ აკეთებს პუტინის რუსეთის გარდა. ისინი ამ განცხადებებით კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ კოლაბორაციონისტი მოღალატეები არიან და პუტინთან ერთად აბრალებენ ომს საკუთარ ქვეყანას”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

კითხვაზე 2008 წლის შემდეგ რატომ არ დაწესდა შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, ბოკუჩავა აცხადებს, რომ “მაშინ იყო სულ სხვა (სავიზო) რეჟიმი, განსხვავებით დღევანდლისგან”.

” ასეთი სავიზო რეჟიმი არსად არ მოქმედებს. ის, რასაც “რუსული ოცნება” აკეთებს, არის ღია კარის პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, მათ შორის, სასათბურე ეკონომიკური პირობებით, სადაც რუსეთის მოქალაქეები იკავებენ საქართველოს მოქალაქეების ადგილებს,ათ შორის სამუშაო ადგილებს და ჩვენი მოქალაქეების ტოტალური გაღარიბების ფონზე რუსეთის მოქალაქეები მდიდრდებიან საქართველოში და ეს არის საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული შედეგი,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

Next Post

ირაკლი ქადაგიშვილი - რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?! - ყოველთვის შეიძლება, რომელიმე გემზე მოვძებნოთ რუსი, რომელიც რაღაცას იტყვის, რა უნდა გავაკეთოთ, ობსტრუქცია მოვაწყოთ?

პარ ივლ 28 , 2023
177 წაკითხვაგემზე რომ რუსეთის მოქალაქეები არიან, ამის გამო ობსტრუქცია უნდა მოვაწყოთ? – რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს? – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციას, რომელიც საკრუიზო ლაინერით რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას. ქადაგიშვილი აცხადებს, რომ “მოქალაქეების იქ მიყვანაც ოპოზიციური პარტიების მოწოდება იყო,” რომელსაც სიტუაციის ესკალაცია სურს. “გემზე, რომელიც უცხო ქვეყნის გემია, უცხო ქვეყნიდან […]