ვიოლა ფონ კრამონი – მაშინ, როცა ყველა ცდილობს ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის

146 წაკითხვა

რუსეთისთვის სანქციებისგან გვერდის ავლაში დახმარების აღმოჩენა, ეკონომიკური კავშირების გამყარება ჩინეთთან – ეს ყველაფერი ევროპისკენ/ევროკავშირისკენ სწორ სვლას ჰგავს, – ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ირონიით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

„მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის”, -წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე”.

Next Post

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას და მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენები ვიქონიეთ - დღესდღეობით საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში

ორშ ივლ 31 , 2023
146 წაკითხვაბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განმარტებით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9%-იანი საგადასახადო განაკვეთით. „საქართველოს შთამბეჭდავი უპირატესობების […]