იუსტიციის სახლში ევაკუაცია ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა

181 წაკითხვა

თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადებას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის შეფერხების გამო, მზა დოკუმენტების მიღება შესაძლებელია 17:00 საათიდან თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული მობილური იუსტიციის სახლის მიკროავტობუსებიდან.

„მომსახურების მიღება, ასევე, შესაძლებელია თბილისის ვარკეთილისა და გლდანის იუსტიციის სახლებიდან.

თბილისის იუსტიციის სახლში, ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინების საფუძველზე, ევაკუაცია გამოცხადდა.

აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვლებლივ გადაეცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ-112-ს.

პროტოკოლის წესების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ განხორციელდა თანამშრომლების ევაკუაცია შენობისგან განცალკევებულ უსაფრთხო ადგილას.

სამუშაო პროცესის აღდგენის შესახებ, დამატებით ინფორმაცია გამოქვეყნდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

Next Post

ალუდა ღუდუშაური - ევროკავშირის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით, რადიკალური ოპოზიციის ხელმოცარული წარმომადგენლები ამ პოზიტივშიც ვერ ხედავენ საკუთარ თავს

ოთხ აგვ 2 , 2023
181 წაკითხვაევროკავშირის ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული ნაბიჯები, რაც ჩვენ გადავდგით, რადიკალური ოპოზიციის ხელმოცარული წარმომადგენლები ამ პოზიტივშიც ვერ ხედავენ საკუთარ თავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიცია არ მონაწილეობდა რეკომენდაციების შესრულებაში. „ანგარიშში პოზიტიურადაა ის ნაბიჯები შეფასებული, რომელიც ჩვენ და ქვეყანამ გადავდგით და ამაში არის ძალიან წვლილი იმისა, რომ ქართველ ხალხთან ერთად ჩვენ, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ […]

შესაძლოა მოგეწონოთ