შალვა პაპუაშვილი – ISFED-ის დონორმა, USAID-მა მინიმუმ 3 კვირით ადრე იცოდა, რომ ხმების პარალელური დათვლის შედეგები სწორი არ იყო და დღემდე არ მოგვისმენია განმარტება, რატომ უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას ამას

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებიდან 40-ე დღეს აღიარა ISFED-მა, რომ შედეგები, რომელიც მათ გამოაცხადეს, სწორი არ იყო და ეს აღიარება მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტი შეიკრიბა.

„ზუსტად პარლამენტის შეკრების დღეს, საღამოს აღიარა ISFED -მა თავის ე.წ. შეცდომა. ჩვენ შემდეგ გავარკვიეთ, რომ როგორც აღმოჩნდა, ამ მომენტამდე მინიმუმ 3 კვირით ადრე ISFED -ის დონორმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ იცოდა, რომ ეს ინფორმაცია სწორი არ იყო და დღემდე არ მოგვისმენია განმარტება USAID-ის მხრიდან რატომ უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას, პარტნიორს – საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტს. მაშინ, როდესაც ქუჩაში იმართებოდა დემონსტრაციები სწორედ ამ კამპანიაზე დაფუძნებით. დღემდე ამაზე პასუხი არ არის და გაურბიან პასუხს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ISFED-ის მხრიდანაც დაფიქსირდეს ამაზე პოზიცია, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, რომ მათ შეატყობინეს დონორს და, თუკი დონორმაც იცოდა, რატომ უმალავდნენ ამას ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ვხედავდით, რომ ხმის პარალელური დათვლის (PVT) ეს ყალბი რიცხვები გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *