შსს შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

237 წაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო შოვში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც 400-მდე მეხანძრე – მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.

„დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.

სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, რომლებიც სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლებით მუშაობენ სტიქიის ზონაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ადგილობრივ მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან, ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Next Post

ცესკომ საერთაშორისო კომპანიასთან „სმარტმატიკი“ ხელშეკრულება გააფორმა

პარ აგვ 4 , 2023
237 წაკითხვასაქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და კომპანია „სმარტმატიკის“ (Smartmatic International Holding B.V.) მმართველმა დირექტორმა ფრანს გუნნიკმა მოაწერეს. ხელშეკრულების თანახმად, 2023-2024 წლების განმავლობაში, საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკი“ მოემსახურება. „კომპანია „სმარტმატიკმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ, საარჩევნო […]