ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

1,388 წაკითხვა

„კონსერვატორმა“ დეპუტატებმა – ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს.

შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

„მე, ზვიად ძიძიგურმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის და თანამდებობის დატოვების შესახებ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, რომ ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებას განვახორციელებდით.

იმათ გასაგონად მინდა ვათქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით. ჩვენ, „კონსერვატორებს“ არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის“, – განაცხადა ძიძიგურმა.

Next Post

„ისე იმედიანად ვარ, როგორც არასდროს!“ - მიხეილ სააკაშვილი

პარ ნოე 15 , 2019
1,388 წაკითხვასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელით ეხმაურება: „ისე იმედიანად ვარ, როგორც არასდროს! ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავარჩინოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. ჩვენ ყველამ უნდა გადავდოთ გვერდზე ჩვენი ამბიციები და ქართველ ხალხს დავუდგეთ გვერდზე. საქართველოში უნდა გათენდეს“ – წერს სააკაშვილი. 

შესაძლოა მოგეწონოთ