გარემოს ეროვნული სააგენტო – სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას

258 წაკითხვა

გარემოს ეროვნული სააგენტო სატელიტურ სურათებს ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება.

ამასთან, გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას.

„სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს პირველად დასკვნაში მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ სტიქიამდე ან სტიქიის პროცესში მდინარე ბუბისწყლის ხეობაში შეგუბებას ადგილი არ ჰქონია. სააგენტოს სპეციალისტები აღნიშნულს ადასტურებდნენ, მდინარე ბუბისწყლისა და მდინარე ჭანჭახის შესართავთან არსებული წყლის დონეზე დაკვირვების სადგურით. თუმცა, პირველადი დასკვნის მომზადების პარალელურად ჩვენმა სპეციალისტებმა გააგრძელეს სხვადასხვა ინფორმაციის ანალიზი, ჩვენ მივიღეთ მაღალი გარჩევადობის სატელიტური სურათები, რომელიც აღწერს და ადასტურებს, რომ სტიქიამდე ხეობაში წყლის შეგუბების რაიმე ფაქტი არ დასტურდება. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია საკითხი შეაფასონ სპეციალისტებმა და ამის შემდგომ ვესაუბროთ საზოგადოებას.

სატელიტური მონაცემების საფუძველზე გაანალიზებული მასალიდან მკაფიოდ ჩანს, რომ მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მოცულობის კლდეზვავური მასის ჩამოშლას. კლდეზვავის ჩამოშლის შედეგად მოწყდა დაახლოებით 62 ჰა-ზე გაშლილი მყინვარული მასა, რამაც მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება გამოიწვია (მიმდინარეობს დამატებითი კვლევები წყლის მოცულობის დადგენასთან დაკავშირებით). ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში მოცემული შეფასებებს, მომხდარი სტიქიის კომპლექსურობას და მისი პროგნოზირების შეუძლებლობას. ცნობილია, რომ კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის მრავალფაქტორთან დამოკიდებულების გამო მისი ადგილისა და დროის ზუსტად დადგენა შეუძლებელია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ხეობაში არსებული მეტეოროლოგიური სადგურიდან და მეტეოროლოგიური რადარიდან მიღებული მონაცემების თანახმად, მაღალი ინტენსივობის ნალექები არ დაფიქსირებულა.

აქვე ინფორმაციისთვის, ადრეული გაფრთხილების სისტემა მოიცავს ძლიერი ნალექების, სეტყვის, ძლიერი ქარების, გვალვის, წყალდიდობის, წყალმოვარდნების წინასწარ პროგნოზირების მიმართულებას. რაც შეეხება ხეობაში განვითარებულ გლაციოლოგიური და კლდეზვავური ხასიათის პროცესებს, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არის კომპლექსური თავისი ხასიათით და კლდეზვავური და მყინვარული მასების ჩამოშლის ზუსტი დროის და ადგილის დადგენა შეუძლებელია, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

Next Post

მოსკოვის ოლქში ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 52-მდე გაიზარდა

ოთხ აგვ 9 , 2023
258 წაკითხვამოსკოვის ოლქში ქარხანაში აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” მოსკოვის ოლქის გუბერნატორზე, ანდრეი ვორობიოვზე დაყრდნობით ავრცელებს. გუბერნატორის თქმით, ქალაქ სერგიევ პოსადში “ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ ქარხანაში” აფეთქების შედეგად ადამიანთა რაოდენობა, რომლებმაც სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეს, 52-მდე გაიზარდა. “ექვსი ადამიანი რეანიმაციაშია – მათ დამწვრობები და თავის ტვინის ტრავმული დაზიანებები აქვთ, კიდევ 22 ადამიანი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი. […]