თა­ვი­დან მე­გო­ნა ვი­ღაც მა­შა­ყი­რებ­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა – დათო ევ­გე­ნი­ძე

286 წაკითხვა

რამ­დე­ნი­მე თვის წინ მუ­სი­კოს­მა დათო ევ­გე­ნი­ძემ თურ­ქეთ­ში ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა. დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იყო. ოპე­რა­ცია 25 აპ­რილს ჩა­ტარ­და,12 სა­ა­თი გაგ­რძელ­და და რო­გორც ქი­რურ­გმა აღ­ნიშ­ნა, საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სიც იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა­ფერ­მა კარ­გად ჩა­ი­ა­რა. ევ­გე­ნი­ძე სამ­შობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დაბ­რუნ­და.

რო­გორც ამ­ბობს, ოპე­რა­ცი­ამ­დე გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი პრობ­ლე­მებს ქმნი­და, მათ შო­რის ფი­ნან­სე­ბი, რაც მუ­სი­კო­სის თქმით, პრე­მი­ერ­მა მო­აგ­ვა­რა. მან “იმე­დის” ეთერ­ში თქვა, რომ ოპე­რა­ცი­ის­თვის პი­რა­დად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა და­ა­ფი­ნან­სა.

“ყვე­ლა­ფე­რი სა­ჩუ­ქა­რია, მათ შო­რის გან­საც­დე­ლით, გი­ორ­გი რომ არა, არც წა­ვი­დო­დი თურ­ქეთ­ში, არც ვა­პი­რებ­დი გა­და­ნერგვას. ყვე­ლა­ფე­რი უფ­ლის ნე­ბით ხდე­ბო­და. არც ფული არ მქონ­და. არ შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა არ ვუ­თხრა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მელ­მაც პი­რა­დად და­მა­ფი­ნან­სა. სა­ხელ­მწი­ფომ კი არა, პი­რა­დად, არც მი­თხო­ვია. შემ­თხვე­ვით გა­უ­გია და თვი­თონ და­მი­რე­კა. თა­ვი­დან მე­გო­ნა ვი­ღაც მა­შა­ყი­რებ­და, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა.

,,ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე” მივ­დი­ო­დით ბი­ლე­თე­ბი აღე­ბუ­ლი იყო, შვი­ლი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი უნდა მე­ნა­ხა. მე­ო­რე დღეს უმი­ზე­ზოდ ბი­ლე­თე­ბი ჩა­ვა­ბა­რე და იმ დროს, რო­დე­საც თვითმფრი­ნავ­ში უნდა ვმჯდა­რი­ყა­ვი, ვა­რი­კო­ზუ­ლი სის­ხლდე­ნა და­მე­მარ­თა. თურ­ქეთ­ში რომ ჩა­ვე­დით, სის­ხლის ჯგუ­ფიც არ ვი­ცო­დი, აი, ასე ჩა­ვე­დით მე და გი­ორ­გი და სის­ხლის ჯგუ­ფიც კი და­ემ­თხვა ჩემი. გი­ორ­გის თვი­სე­ბა მე ძა­ლი­ან გა­მო­მად­გა. ჩემი ღვიძ­ლი კა­ტე­თი რომ გა­და­ი­ღეს სრუ­ლი­ად დაშ­ლი­ლი დახ­ვდათ. გი­ორ­გი რომ გაჭ­რეს ზო­მა­ზე დიდი ღვიძ­ლი აღ­მო­აჩ­ნდა. ახლა ჩემი ღვიძ­ლი სა­ერ­თოდ აღარ მაქვს, მთლი­ა­ნად მისი გად­მო­მი­ნერ­გეს”.

17 სა­ა­თი­ა­ნი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და, თვა­ლი რომ გა­ვა­ხი­ლე ვერ ვხვდე­ბო­დი, რა მოხ­და. პირ­ვე­ლი გი­ორ­გი ვთქვი და მა­საც დათო უთ­ქვამს. ორი­ვე ერ­თმა­ნე­თის ფო­ტო­ებს ვი­თხოვ­დით, რომ ნამ­დვი­ლად ცო­ცხლე­ბი ვი­ყა­ვით”

Next Post

პოპულარულ საცავებში იდენტიფიცირებულია 20 ათასზე მეტი პოტენციურად საშიში პაკეტი ღია კოდით: „კასპერსკის ლაბორატორია“

სამ ოქტ 24 , 2023
286 წაკითხვა Kaspersky Open Source Software Threats Data Feed შეიცავს ინფორმაციას დაახლოებით 42 ათასი დაუცველობის შესახებ 10 ათასზე მეტ პაკეტში და 11 ათას მავნე ან პოტენციურად სახიფათო ჰაკერულ  უტილიტ  პაკეტებს  ღია კოდით, რომლებიც განთავსებულია პოპულარულ საცავებში. „კასპერსკის ლაბორატორია“ გვაცნობებს,  რომ კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია მესამე მხარის კომპონენტების შემოწმება მათი გამოყენების რისკების შესამცირებლად. ახლა ეს შეიძლება გაკეთდეს პროგრამული უზრუნველყოფის CodeScoring-ის კომპოზიციური ანალიზის გადაწყვეტის […]