ირაკლი კობახიძე ევრორეკომენდაციებზე – თუ 9 მოთხოვნას დააკვირდებით, მიხვდებით, რომ 12 პუნქტიდან მოთხოვნების 80% შესრულებულია – შესაბამისად, უფრო მარტივია ამ 9 პუნქტზე მუშაობა, ვიდრე 12 საკითხზე იყო

136 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევრორეკომენდაციების 9 პუნქტზე მუშაობის პროცესში მმართველი გუნდის მხრიდან ღიაობა იქნება და ოპოზიციას ჩართულობას შესთავაზებენ.

აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში ხელისუფლება ინკლუზიური, ოპოზიცია კი კონსტრუქციული უნდა იყოს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 9 მოთხოვნა უფრო კონკრეტულია და მასზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, ვიდრე წინა 12 პუნქტზე იყო.

„არაერთხელ ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროცესი გახსნილი იქნება. 12 პუნქტის ფარგლებშიც შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ ჩართულიყვნენ პროცესში, თუმცა ბევრმა მათგანმა უარი თქვა. ახლაც კიდევ ერთხელ გაკეთდება შეთავაზება. ასევე იქნება სხვა სუბიექტებთანაც თანამშრომლობა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენი მხრიდან აბსოლუტური ღიაობა იქნება.

Next Post

მამუკა მდინარაძე - გასაკვირი არაფერი იქნება, თუმცა ან შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილს მოუწევს, მიხეილ სააკაშვილის ყველა ცოდვაზე პასუხისმგებლობის აღება

სამ ნოე 21 , 2023
136 წაკითხვამიხეილ სააკაშვილი ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში უკანონოდ ჩაერთოს – რაც შეეხება შეწყალებას, გასაკვირიც შეიძლება არაფერი იყოს, იმდენად „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსით საუბრობს ბოლო დროს სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებები ნიშნავს „თავხედობას“, “განწირული ვითომ პოლიტიკოსის ფართხალს“ და ასევე, „ძველი ცოდვების ჩამოწერასთან გვაქვს საქმე“. „მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არ არის ამ ქვეყნის […]

შესაძლოა მოგეწონოთ