„ძვირი ჯდებით მეგობრებო, ჩვენი ზომის ქვეყნებს 100-ზე მეტი პარლამენტარი არ სჭირდება“

2,433 წაკითხვა

იურისტი ქეთი ქვარცხავა, სოციალური ქსელით პარლამენტში მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს. 

„ელემენტარულია: თუ მოსახლეობის დაახლოებით 40% გიჭერს მხარს, პროპორციული სისტემით 150 კაციან პარლამენტში გყავს 60 დეპუტატი, მაჟორიტარული სისტემით – მინიმუმ 101 (30+[71] რადგან ვერ ერთი კონკურენტი შენზე მეტ ხმას ვერ მოაგროვებს 3-4 არამმართველი პარტიის მაჟორიტარი თუ გავიდა სადმე, ძალიან კარგი შედეგია). ანუ ისევ იმაზე მეტი დეპუტატი გყავს, ვიდრე შენი მოწონების პროცენტია ქვეყანაში და ისევ აკომპლექტებ ხელისუფლების სამივე შტოს.

და ამაზე უტიფრად გვეუბნებიან რა მნიშვნელობა აქვს, მაჟორიტარული იქნება თუ პროპორციულიო!? რატომღაც ხალხი ძალიან გამოტვინებული ჰგონიათ.

მე გეტყვით – საერთოდ მეტნი ხართ, ვიდრე საჭიროა, ჩვენი ზომის ქვეყნებს 100-ზე მეტი პარლამენტარი არ სჭირდება, ძვირი ჯდებით მეგობრებო!

ჩემი მოთხოვნა იქნებოდა – შემცირდეს პარლამენტარების რაოდენობა 100-მდე, სრულად გადავიდეს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე, დააბრუნეთ ხელისუფლების 3 დამოუკიდებელი შტო, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის ბალანსს და გარანტიებს შექმნის! და საერთოდ, გეყოთ რა თამაში, დავიღალეთ, ნუ შეურაცხყოფთ თქვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტელექტს!”,- წერს ქეთი ქვარცხავა.

Next Post

„მე არაფერი მინდა, უფასო რჩევაა, ასეა ეს!“ - გულბაათ რცხილაძე

შაბ ნოე 16 , 2019
2,433 წაკითხვაჟოპოზიციამ დაიჯერა, რომ პროპორციული არჩევნები ხალხის დაკვეთაა. არა, ოპოტრაკებო, ეს თქვენი საკუთარი დაკვეთაა, რომ მთელი ნაგავი შეეყაროთ პარლამენტში და იქ ითიფთიფოთ და იტივტივოთ, როგორც ნამდვილმა ფეკალიებმა! ჩვენი ელექტორატი არჩევნების მომენტში იდიოტია (აფექტურობიდან გამომდინარე, თორემ ამდენ იდიოტს არ აირჩევდა ბოლო 30 წლის მანძილზე), მაგრამ მალევე ხვდება თავის შეცდომას და ამ შეცდომის აღიარებას სრული აპათიით და პასიურობით გამოხატავს. იმიტომ არ გყავთ […]