ირაკლი ღარიბაშვილი ბაქოში გაემგზავრა

232 წაკითხვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიწვევით ბაქოში გაემგზავრა.

მთავრობის მეთაური 24 ნოემბერს ქალაქ ბაქოში SPECA-ს („გაეროს სპეციალური პროგრამა ცენტრალური აზიის ეკონომიკისთვის“) ეკონომიკურ ფორუმს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.

ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ მთავრობის მეთაურთა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა.

ირაკლი ღარიბაშვილი ასევე შეხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

SPECA-ს დაარსებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ფორუმი წელს აზერბაიჯანის თავმჯდომარეობით იმართება.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

Next Post

ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია გვაერთიანოთ - ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი?

პარ ნოე 24 , 2023
232 წაკითხვაჩვენ ყველანი ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია გვაერთიანოთ – ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი? ავაღორძინოთ საქართველო, დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, “გამარჯვების პლატფორმის” ლიდერი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო და […]