ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია გვაერთიანოთ – ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი?

161 წაკითხვა

ჩვენ ყველანი ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია გვაერთიანოთ – ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი? ავაღორძინოთ საქართველო, დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, “გამარჯვების პლატფორმის” ლიდერი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა აღნიშნა, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველოში ახალი ეპოქა დაიწყო და აცხადებს, რომ ახლაც იგივე მასშტაბის ტრანსფორმაციაა საჭირო.

“ზუსტად იგივე მასშტაბის ტრანსფორმაცია და გარდამტეხი და სწრაფი რეფორმებია საჭირო, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, გავიმარჯვოთ არჩევნებში. ეს არ არის უბრალოდ არჩევნები. ეს არის გეოპოლიტიკური არჩევნები – ირჩევ ევროკავშირის, ძლიერ, ერთიან საქართველოს თუ „რუსულ ჭაობში“ ცხოვრებას. აი, ეს არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის სწორედ ის არჩევანი, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს ერთად ყოფნა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი ქუდზე კაცი უნდა შევიკრათ და ეროვნული ენერგია უნდა გვაერთიანოთ. ამიტომ დავაფუძნეთ გამარჯვების პლატფორმა “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად და დღეს თქვენთან ერთად ვამბობთ, რომ “გამარჯვების პლატფორმის” ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი. “გამარჯვების კოალიციის” კარი ღიაა ყველა პატრიოტი გულანთებული ადამიანისთვის. ხალხო, რა გვაქვს გასაყოფი? ავაშენოთ, ავაღორძინოთ საქართველო, ვიყოთ ამაყი ქვეყნის ამაყი შვილები, დავდგეთ ერთად და ყველამ გავიმარჯვოთ,” – განაცხადა ვაშაძემ.

Next Post

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა

პარ ნოე 24 , 2023
161 წაკითხვაჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას – ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იგორ ნარმანიამ წაიკითხა. როგორც […]