571 წაკითხვა
ჩვენ უნდა განვახორციელოთ ტოტალური შეტევა ოლიგარქატზე და გვახსოვდეს, რომ ჩვენს ტოტალურ შეტევას ექნება ტოტალური საერთაშორისო მხარდაჭერა. აქ საკითხი ზუსტად ასე დგას – ან ოლიგარქი, ან საქართველო და გამარჯვება. ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას, ანუ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც “ვარდების რევოლუციის” 20 წლის იუბილეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, იგორ ნარმანიამ წაიკითხა.
როგორც სააკაშვილის მიმართვაშია აღნიშნული, “ვარდების რევოლუციამ” მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე.