„კასპერსკის ლაბორატორიამ“ დაასახელა „შავ პარასკევისათვის“ დამახასიათებელი ონლაინ თაღლითობის სქემები

105 წაკითხვა

„შავი პარასკევის“ წინა დღეებში , „კასპერსკის ლაბორატორიამ“ გამოაქვეყნა ანგარიში ონლაინ შოპინგის სფეროში მიმდინარე კიბერ საფრთხეების შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს მსოფლიოში 13 მილიონზე მეტი ფიშინგ შეტევა გამოვლინდა, სადაც თავდამსხმელები ბაძავდნენ პოპულარულ ბაზრებს, ძვირადღირებულ ბრენდებს და გაჯეტების მაღაზიას.

კომპანია იუწყება, რომ ფიშინგი და თაღლითობა რჩება ბოროტმოქმედებს შორის ყველაზე პოპულარულ ტაქტიკად. ამრიგად, 2023 წლის პირველ ათ თვეში კომპანიის გადაწყვეტილებებმა გამოავლინა თითქმის 31 მილიონი ფიშინგ შეტევა მთელ მსოფლიოში, რომლებიც მიმართული იყო ონლაინ მაღაზიებზე, გადახდის სისტემებზე და ფინანსურ ორგანიზაციებზე. უფრო მეტიც, შემთხვევების 43.5%-ში თავდამსხმელები თავს აფარებდნენ ელექტრონული კომერციის პლატფორმებს (13 მილიონი შეტევა).

ოქტომბრიდან სამჯერ გაიზარდა დომენების რაოდენობა, სადაც იყენებენ სიტყვებს „შავი პარასკევი“. ასეთ საიტებს შორის არის როგორც სრულიად ფიქტიური მაღაზიები, ასევე რეალური ონლაინ საიტების დამაჯერებელი ასლები.

„კასპერსკის ლაბორატორია“ მუდმივად აღმოაჩენს ტანსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ელექტრონიკის მაღაზიების უამრავ ყალბ გვერდს. ყველაზე გავრცელებული სქემა არის ის, რომ ადამიანები საბოლოოდ ვერ ღებულობენ იმ საქონელს, რომელიც სავარაუდოდ შეიძინეს.

თავდამსხმელები ასევე უმიზნებენ მათ, ვინც დაინტერესებულია გაჯეტებით. მაგალითად, ისინი აქტიურად ქმნიან ყალბ გვერდებს, რომლებიც გვთავაზობენ Apple-ის პროდუქტებს. ზოგადად, 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, „კასპერსკის ლაბორატორიის“ გადაწყვეტილებებმა გლობალურად აღმოაჩინეს 2,8 მილიონი ფიშინგ შეტევა მომხმარებლებზე, რომლებიც ახსენებდნენ ამ ბრენდის პროდუქტებს.

თაღლითებს აწყდებიან გეიმერებიც, განსაკუთრებით სათამაშო კონსოლის ყიდვისას.
„მაღაზიის მომხმარებლები, განსაკუთრებით ისეთი აქციების დროს, როგორიცაა „შავი პარასკევი“, თავდამსხმელების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. თაღლითები სულ უფრო აქტიურდებიან და იმალებიან დიდი რაოდენობის გზავნილებისა და შეთავაზებების უკან. გარდა მითითებული სქემებისა, მათ შეუძლიათ, მაგალითად, თანდათან ჩამოაწერონ ფული იმ პირს, რომელიც ტავისი ბარათი მიაბა ყალბ ონლაინ მაღაზიას, ან შესთავაზოს არარსებული სასაჩუქრე სერთიფიკატების შეძენა ცნობილი სავაჭრო პლატფორმებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიფრთხილე და უსაფრთხო შოპინგის წესების დაცვა:

არ მიჰყვეთ საეჭვო შეტყობინებების ბმულებს, შეამოწმეთ ვებსაიტის მისამართი მასზე პერსონალური მონაცემების შეყვანამდე და ასევე გამოიყენეთ უსაფრთხოების გადაწყვეტა, რომელიც გაგაფრთხილებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადადით ფიშინგურ ან თაღლითურ ლინკზე“, – კომენტარს აკეთებს კასპერსკის ლაბორატორიის“ უფროსი კონტენტ ანალიტიკოსი ოლგა სვისტუნოვა.

„შავ პარასკევს“ რომ უსაფრთხოდ იყიდოთ „კასპერსკის ლაბორატორიის“ ექსპერტები ასევე გირჩევთ შეამოწმოთ ონლაინ მაღაზიის ვებსაიტის ავთენტურობა ნებისმიერი ინფორმაციის გაზიარებამდე; ყურადღება მიაქციეთ არის თუ არა მათი URL სწორი, არის თუ არა მართლწერის შეცდომები ან დაუდევრობა დიზაინში; გამოიყენეთ საიმედო უსაფრთხოების გადაწყვეტა, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს დაიცვან თავი ფიშინგისა და თაღლითობისგან; შეამოწმეთ მიმოხილვები პროდუქტის შეძენამდე, განსაკუთრებით თუ მაღაზია უცნობია; თვალყური ადევნეთ დებეტს საბანკო ბარათიდან და საეჭვო ტრანზაქციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ბანკს.

Next Post

იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი მიღწეული იყოს, საჭიროა ყველას ჩართულობა

სამ ნოე 28 , 2023
105 წაკითხვარაც არ უნდა იყოს, მთავრობა, ლიდერები მოდიან-მიდიან და რჩება საზოგადოება და თუ საზოგადოება თავის თავში არის დარწმუნებული, თუ იცის, რეალურად, რა მომავალი უნდა თავისი შვილებისთვის, შემდეგი თაობისთვის, მაშინ ის საზოგადოება მიაღწევს მიზანს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ყვარელში, „ევროკლუბში“ ხელმოწერების კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სამოქალაქო ჩართულობის გარეშე არც ერთი ქვეყანა არ დგას თავის […]

შესაძლოა მოგეწონოთ