„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

114 წაკითხვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე წევრებს გაფართოების ინიციატივას წარუდგენს.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, “გამარჯვების პლატფორმის” ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ საზოგადოებას დღესვე ექნება კონკრეტული ინფორმაციები იმ ადამიანების შესახებ, ვინც უერთდება მანიფესტს და შესაბამისად, იქნება “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი.

Next Post

ალეკო ელისაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს - ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?!

ოთხ ნოე 29 , 2023
114 წაკითხვაუხერხულია ის, რაც პარლამენტში „თავდაცვის კოდექსთან“ დაკავშირებით ხდება – ხვრელები მანამდე რატომ არ ჩანდა და ახლა რატომ აღმოაჩინეთ?! – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ელისაშვილმა ამ კონტექსტში იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ პარლამენტმა ახალი ‘თავდაცვის კოდექსი“ ორი თვის წინ – სექტემბრის თვეში მიიღო და ამის შემდეგ ახლადმიღებულ კანონში ცვლილებები მეორედ შედის. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტზე რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით […]

შესაძლოა მოგეწონოთ