“პოლონეთის გეგმა დაძაბულობას გამოიწვევს” – პოლონეთის ფინეთის დასახმარებლად და პესკოვის პასუხი

114 წაკითხვა

კრემლი აცხადებს, რომ ფინეთ-რუსეთის საზღვარზე პოლონური ჯარის განთავსება დაძაბულობას გამოიწვევს.

“ეს არის აბსოლუტურად ზედმეტი ღონისძიება საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რადგან იქ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ფინელებმა ნათლად უნდა იცოდნენ, რომ საზღვრებზე სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის გაზრდა ჩვენთვის საფრთხეს შექმნის”, – განაცხადა კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა იაცეკ სიევიერამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “მოკავშირეთა მხარდაჭერის ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ ჰიბრიდული თავდასხმის ფონზე” ფინეთში სამხედრო მრჩეველთა გუნდს გაგზავნის.

ფინეთმა საზღვარი რუსეთთან ლტოლვილთა ნაკადის მოულოდნელი ტალღის შემდეგ დახურა და მიგრანტთა კრიზისის ხელოვნურ ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.

alia

Next Post

ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა პარტიასთან ერთად ბრძოლა

ოთხ ნოე 29 , 2023
114 წაკითხვა„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერი ორგანიზმია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვერ მოერევა იმ წარმატებას, რომლისკენაც მივდივართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ვისაც პარტიასთან ერთად ბრძოლა უნდა, კარი ყველასთვის ღიაა. „ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალურად მოქმედების უფლება. ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა პარტიასთან ერთად ბრძოლა, იბრძოლოს პარტიასთან ერთად. ვინც […]

შესაძლოა მოგეწონოთ