თენგიზ ცერცვაძე – საქართველოში 8000-მდე აივ ინფიცირებული ცხოვრობს – მიზანია, ინფიცირებულთა 95% გამოვავლინოთ, მათგან 95% მკურნალობაზე დავითანხმოთ და ყველა ნამკურნალევის 95%-ში ვირუსის განულებას მივაღწიოთ

213 წაკითხვა

საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით სხვა მეზობელი ქვეყნებისგან.

„საქართველოში დღეისთვის დაახლოებით 8000 აივ ინფიცირებული ცხოვრობს. ეს ბევრად ნაკლებია, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების გაერთიანებული ძალისხმევით საქართველომ მიაღწია იმას, რომ თავიდან აიცილა შიდსის მასშტაბიანი ეპიდემია, განსხვავებით ჩვენი ბევრი მეზობელი ქვეყნისგან. 2025 და 2023 წლისთვის მიზანია, რომ ყველა აივ ინფიცირებულის 95% გამოვავლინოთ. ყველა გამოვლენილის 95% უნდა დავითანხმოთ მკურნალობაზე და ყველა ნამკურნალევის 95%-ში უნდა მივაღწიოთ ვირუსის განულებას.

დღეს ჩვენთან ყველა აივ ინფიცირებულის 83% გამოვლენილია, იცის, რომ აქვს აივ ინფექცია და ჩვენი კონტროლის ქვეშ არის. ამ 83%-დან 86% დათანხმდა მკურნალობას და მკურნალობს ყველა წესის დაცვით და იმათგან, ვინც მკურნალობს, 92% განკურნებული მთლიანად არ არის, მაგრამ ვირუსი განულებულია და ის, პრაქტიკულად, ჯანმრთელია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო შიდსთან ბრძოლის კუთხით უპირობო ლიდერია აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის.

Next Post

სოზარ სუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - დაუჭამიათ ერთმანეთი - სრული კატასტროფისკენ მიდიან, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო

კვი დეკ 3 , 2023
213 წაკითხვა„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. ეს პარტია მიდის სრული კატასტროფისკენ, ეს უფრო ადრეც უნდა მომხდარიყო, დიდხანს გაუგრძელდათ აგონია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დღეს უკვე საუბარია იმაზე, რომ პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს მალე გადააყენებენ თანამდებობიდან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც მოხდება, დაუჭამიათ ერთმანეთი, სხვა კომენტარს მათზე ვერ გავაკეთებთ. მაგრამ, ფაქტია, ეს პარტია […]

შესაძლოა მოგეწონოთ