შალვა პაპუაშვილი – როგორი პროგრესიც არ უნდა გვქონდეს სხვადასხვა მიმართულებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა

147 წაკითხვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს ეხმიანება.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, პროგრესის მიუხედავად, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა.

„3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. ჩვენმა ხელისუფლებამ 2017 წელს შშმ პირთა უფლებები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრა, ხოლო 2020 წელს შშმ პირთა უფლებების შესახებ მიღებულმა ახალმა კანონმა შესაძლებლობის ახალი კარი გახსნა.

დღეს, როდესაც რამდენიმე დღეა დარჩენილი ევროპული საბჭოს მხრიდან საქართველოსადმი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე, განსაკუთრებულად აღსანიშნავია შშმ პირთა როლი და ერთგულება ამ პროცესებისადმი. განსაკუთრებით, ჩვენი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების, ვინც მსოფლიოს ცხელ წერტილებში იცავდნენ გლობალურ მშვიდობას და დღეს, როგორც წარმატებული პარასპორტსმენები, საერთაშორისო დონეზე ასახელებენ ჩვენს სამშობლოს.

მნიშვნელოვანი სიახლეები იქნება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში – სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამა იზრდება 10 მილიონი ლარით, რაც რეკორდული ზრდაა და გახდება 76 მილიონი. ამ პროგრამის ქვეპროგრამები ქმნიან მდგრად და ძლიერ სერვისებს სხვადასხვა საჭიროების შშმ პირებისთვის, ასევე, სოციალური პაკეტის მატება შეეხება ყველა კატეგორიის შშმ პირს.

მაგრამ როგორი პროგრესიც არ უნდა გვქონდეს სხვადასხვა მიმართულებით, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ყოველდღიური მუშაობის ამოცანაა, ხოლო სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების გარანტიას, თავად შშმ პირთა მონაწილეობით და ჩართულობით მიღებული გადაწყვეტილებები ქმნიან”, – წერს შალვა პაპუაშვილი.

Next Post

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ნეთანიაჰუს, როგორც ღაზას ჯალათს, აუცილებლად გაასამართლებენ

ორშ დეკ 4 , 2023
147 წაკითხვათურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის დანაშაულისთვის უნდა გასამართლდეს. „ნეთანიაჰუ, ღაზას ჯალათი, არა მხოლოდ ომის დამნაშავეა, არამედ მას, როგორც ღაზას ჯალათს აუცილებლად გაასამართლებენ, ისევე, როგორც მილოშევიჩი გაასამართლეს“, – განაცხადა ერდოღანმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო გააკრიტიკა და უშიშროების საბჭოს წევრი სახელმწიფოები ძალადობის შეწყვეტის მცდელობების დაბლოკვაში დაადანაშაულა. „ერთი მხრივ, არის 121 ქვეყანა, რომელიც ამბობს „შეაჩერეთ ომი“ და […]