ირაკლი კობახიძე დღეიდან უნგრეთში ვიზიტს იწყებს

121 წაკითხვა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, დღეიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტს იწყებს.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები უნგრეთის ვიცე-პრემიერ ზოლტ სემიენთან, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე იანოშ ლატორკაისთან, ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯუდიტ ვარგასთან და ევროკავშირის საქმეთა მინისტრ იანოშ ბოკასთან.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი მეზურნიშვილი.

ვიზიტი 8 დეკემბერს დასრულდება.

Next Post

დასავლეთში დაასახელეს მიზეზები, რომელთა გამოც უკრაინა ვერ შეძლებს გამარჯვებას

სამ დეკ 5 , 2023
121 წაკითხვადემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში The Washington Post (აშშ): “დასავლეთში დაასახელეს მიზეზები, რომელთა გამოც უკრაინა ვერ შეძლებს გამარჯვებას. კიევს არა აქვს შანსი გაიმარჯვოს კონფლიქტში მოსკოვთან… უკრაინისთვის უფრო მოსალოდნელი წარუმატებლობის ხანგრძლივი წლები და ნგრევა, ვიდრე გამარჯვება”. გაზეთი წერს, რომ გამომჟღავდა ის ფაქტი, რომ აშშ ღრმად იყო ჩართული უკრაინის სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაში და ა.შ. და ა.შ. p.s. უზარმაზარი მდიდარი ქვეყნის ნგრევა და […]