დიმიტრი მედვედევი – რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე ასეთი რეალური არასდროს ყოფილა

193 წაკითხვა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის შეტაკებისა და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე ასეთი რეალური არასდროს ყოფილა.

„კარიბის კრიზისის დაწყებიდან, რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე, რომელიც მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს, ასეთი რეალური არასდროს ყოფილა”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, უკრაინა არის მეორადი სახელმწიფო, რომელიც კოლაფსის პროცესშია და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილი, დაეხმაროს უკრაინელებს „პრიმიტიული შანტაჟია“.

„ამერიკის კონგრესის პრიმიტიული შანტაჟი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან სულაც არ არის ახალი და ისტორიული პრეცედენტები აქვს.

„მიეცით ფული ჩვენს ბიჭს (ჩასვით სასურველი გვარი), თორემ რუსებთან ომი მოგვიწევს” – ასე ამბობდნენ სხვადასხვა დროს ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტები და თავიანთ კანონმდებლებს ფულს სძალავდნენ“, – წერს მედვედევი.

Next Post

„ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, მაგრამ შესაბამისად, დასუსტდა „ქართული ოცნებაც“

პარ დეკ 8 , 2023
193 წაკითხვა[ამომრჩეველთა] მხარდაჭერის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, მისი განხილვა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის, უკვე აბსურდია – ნიკა მელიას ის თვისებები აქვს, რომლებიც პოლიტიკას ძალიან სჭირდება, პოლიტიკა არის რკინის ქალამნებით სოფელ-სოფელ სიარული და პოლიტიკური დინამიკის აკრეფა, მას ეს თვისებები აქვს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე და მის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განუცხადა. მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ […]