„ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, მაგრამ შესაბამისად, დასუსტდა „ქართული ოცნებაც“

[ამომრჩეველთა] მხარდაჭერის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, მისი განხილვა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის, უკვე აბსურდია – ნიკა მელია ის თვისებები აქვს, რომლებიც პოლიტიკას ძალიან სჭირდება, პოლიტიკა არის რკინის ქალამნებით სოფელ-სოფელ სიარული და პოლიტიკური დინამიკის აკრეფა, მას ეს თვისებები აქვს,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელია პარტიიდან წასვლაზე და მის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განუცხადა.

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ათწლეულის განმავლობაში ერთგვარი სიმბიოზი შექმნეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებით, „ქართული ოცნებაც“ დასუსტდა.

„დიდი ხანია, პარტია [„ნაციონალური მოძრაობა“] ელექტორატული თვალსაზრისით გაყოფილი იყო, უბრალოდ, იქ რაღაც მანევრები მიმდინარეობდა თუ რა ფორმით და როდის მოხდებოდა ეს ყველაფერი. გუშინ, საბოლოოდ, მიიღეს გადაწყვეტილება. რაც შეეხება შედეგებს, მას თავისი პოზიტიური და ნეგატიური მხარე აქვს. ნეგატიური ის არის, რომ პარტიის გაყოფა მის დასუსტებას უკავშირდება, ბუნებრივია. რა პროპორციით გაიყო არ ვიცით, მაგრამ რა პროპორციითაც არ უნდა გაიყოს, ელექტორატული თვალსაზრისით, მხარდაჭერის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა. მეორე მხრივ, პოზიტივი მხარე ის არის, რომ გარკვეულობა შევიდა. ეს ბუნდოვანება და გაურკვევლობა მთლიანად ყველაფერს აზიანებდა. პოზიტიური აგრეთვე ის არის, რომ ორივე ფრთა, რა პროპორციითაც არ უნდა გაიყოს, ოპოზიციურ ფლანგზე რჩება, შესაბამისად, ჯამურად, ოპოზიცია მთლიანობაში ამით არ დაზიანებულა. გარდა ამისა, ამ პროცესის პოზიტივი ის გახლავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ მთავარი პროპაგანდისტულ ხაზთან დაკავშირებით პრობლემები უჩნდება. საქმე ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამ ათწლეულის განმავლობაში ერთგვარი სიმბიოზი შექმნეს, ისინი ერთმანეთს კვებავდნენ და აძლიერებდნენ. „ქართული ოცნება“ საარჩევნო შედეგს მხოლოდ ნეგატიური გზავნილის შედეგად იღებდა. ის ამას ეუბნებოდა ამომრჩეველს – მე შეიძლება არ ვვარგივარ, მაგრამ ჩემი ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ჩემზე უარესია. ამით იღებდა შედეგს.

ეს ორპოლუსიანობა ფაქტია, რომ ირღვევა. „ნაციონალური მოძრაობის“ განხილვა, როგორც ერთადერთი ოპოზიციური ძალის, უკვე აბსურდია. იმიტომ, რომ კიდევ უფრო დასუსტებულია, ამ ყველაფრით მულტიპარტიულ დემოკრატიისთვის სივრცე გაიხსნა და ეს „ქართული ოცნებისაც“ უქმნის პრობლემებს. კი ბატონო, „ნაციონალური მოძრაობა“ დასუსტდა, მაგრამ შესაბამისად, დასუსტდა „ქართული ოცნებაც“. მათ წაერთვათ მთავარი საარჩევნო იარაღი, რასაც ნეგატიური ჰქვია. საბოლოოდ, რაც ხდება ეს გაწმენდა სიტუაციის ამ პარტიაში და მის ირგვლივ, მხოლოდ წაადგება მომავალ პოლიტიკურ პროცესს“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

  • -

    გიორგი ვაშაძე – სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და შედიოდნენ რესტორანში – გუშინ „კლანმა“ შემოსაზღვრა, რამდენია დარჩენილი, ვინც ყველაფერზეა წამსვლელი, უმრავლესობა არ მივიდა

    საბჭოთა სასამართლოშიც არ ყოფილა ისეთი უბედურება, რაც ახლა ხდება – რა სამარცხვინო იყო, ბანერის ქვეშ ხოხვით ძვრებოდნენ მოსამართლეები და ისე შედიოდნენ რესტორანში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360…

    ,,მათ შეეძლოთ მურუსიძის სახლში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ, არ გამოუვათ“

    მათ შეეძლოთ მურუსიძის სასახლეში ექეიფათ, მაგრამ არა, ერთგულებას ამტკიცებენ – დაინახეთ მოსამართლე საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი არ აუშვეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომელიც “ბაბილოდან”…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *