ერთი იმღერებს, მეორე დროშას შეკერავს და ჰგონიათ, ამის გამო მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი

რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“ დაკავებულია „სოფლის მაშენებლების“ მიდგომით, ერთი იმღერებს, მეორე დროშას შეკერავს, მესამე პრეზენტაციას ჩაატარებს, კლიპს გადაიღებს და ჰგონიათ, ამის გამო მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დღეს გამართულ „ევროპული მარშს“ გამოეხმაურა.

მისივე თქმით, 90-იანი წლების ესთეტიკა გადმოიტანეს 21-ე საუკუნეში.

„ჩემთვის, ამ ყველაფერში, ისევე, როგორც ზოგიერთ სხვა აქტივობაში „სოფლის მაშენებლების“ ესთეტიკა ჩანს უფრო მეტად. ეს არის მთავარი სხვაობა საქართველოს ხელისუფლებასა და რადიკალურ ოპოზიციას და მდიდარ ენჯეოებს შორის.

საქართველოს ხელისუფლება საქმით არის დაკავებული. ჩვენ ვაშენებთ ამ ქვეყანას, ჩვენ ვაშენებთ საქართველოს ევროპულ სახლს. ამ მუშაობის შედეგია ზუსტად ევროპული კომისიის დასკვნაც და ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ მოველით.

რადიკალური ოპოზიცია და რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“ კი დაკავებულია „სოფლის მაშენებლების“ მიდგომით, ერთი იმღერებს, მეორე დროშას შეკერავს, მესამე პრეზენტაციას ჩაატარებს, კლიპს გადაიღებს და ჰგონიათ, ამის გამო ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. გვაქვს დადებითი შეფასება. ეს არის სამწუხარო ჩიხი, სადაც დღეს იმყოფება ელიტური „ენჯეოსექტორი“, რომელიც მილიონს ხარჯავს, რათა ფუჭი საქმით იყვნენ დაკავებული. ჰგონიათ, დროშის შეკერვა და აქციის ჩატარება არის საქმის კეთება და არა საქმის კეთება.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *