თაკო ჩარკვიანი ბექა დავითულიანს -„არაფერი შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ – შემზარავია პოლიტიკოსისგან ამის მოსმენა

165 წაკითხვა

უბედურებაა, მტერს პირდაპირ გააგონო და უთხრა, რომ „არაფერი არ შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ – შემზარავია ამის მოსმენა პოლიტიკოსისგან, არ შეიძლება, – ასე მიმართა „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატ ბექა დავითულიანს, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა“.

ჩარკვიანის განცხადებით, პოლიტიკოსს სწორი განცხადების გაკეთება უნდა შეეძლოს და საქვეყნოდ არ გამოაცხადოს, რომ საშველი არსაიდან არის.

„ბექა [დავითულიანი], თქვენ მოგმართავთ. ყოველგვარი ჩასაფრების გარეშე, ძალიან უხერხული განცხადება იყო. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ ოკუპირებულები ვართ. მე არ მსმენია ისტორიულად ამ ტიპის განცხადება, რომ მტერს პირდაპირ გააგონო და უთხრა, რომ „არაფერი არ შემიძლია, დასაჭურისებული ვარ, გასაცოდავებული ვარ, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, ბითური ვარ, მოდი“. ხუმრობა რომ არის ხომ იცით, „მრეკეთ თავში, ქალბატონო მარგარიტა“. შემზარავია ამის მოსმენა პოლიტიკოსისგან, არ შეიძლება. ასე რომ ფიქრობდეთ, ამის ამოთქმა არ შეიძლება, უხერხულია. არსებობს დიპლომატიური საფარი. მე არ უნდა გასწავლიდეთ ამას. მაშინ ჩაიხედეთ და წაიკითხეთ მეტი. შეფუთვა არსებობს სწორი საუბრისა, რომ პოლიტიკოსმა სწორი განცხადება გააკეთოს და საქვეყნოდ არ გამოაცხადოთ, რომ საჭურისია ქვეყანა, გასაუპატიურებლად არის მზად და საშველი არსაიდან არ არის. უბედურებაა ამ განცხადების გაკეთება“, – მიმართა ჩარკვიანმა დავითულიანს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მილიციის მიერ ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ოკუპაცია სამწუხარო რეალობაა და დღეს საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა.

“ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტერიტორიები. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ გვაქვს იმისი ძალა, რომ ეს ტერიტორიები დღეს, აი, ახლა, დაუყოვნებლივ დავიბრუნოთ ძალისმიერი მეთოდებით. რომ გვქონდეს, აუცილებლად ესე მოვიქცეოდით, ალბათ,” – განაცხადა დავითულიანმა.

იპნ

Next Post

რომან გოცირიძე თურნავას - ქალბატონო ნათია, ფარცხალაძეზე დაგისვით კითხვა, კომიტეტის სხდომაზეც არ ახსენეთ მისი გვარი - რატომ არ ახსენებთ ფარცხალაძის გვარს? ნუ გეშინიათ

ოთხ დეკ 13 , 2023
165 წაკითხვაქალბატონო ნათია, ფარცხალაძეზე დაგისვით კითხვა. კომიტეტის სხდომაზეც მისი გვარი არ ახსენეთ. ნუ გეშინიათ. რატომ არ ახსენებთ ფარცხალაძის გვარს? – ამ კითხვით „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ნათია თურნავას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მიმართა. გოცირიძის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული დადგენილება მავნებლურია. „თქვენი დადგენილება არის მავნებლური და მაგალითით დაგიდასტურეთ, რომ აშშ-მ ე.წ. ალ შიშანს სოფელ ბირკიანიდან, საქართველოს მოქალაქეს, სირიაში ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერს […]